მამუკა მდინარაძე: ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ უნდა ავირჩიოთ მკვლელი და მწამებელი სააკაშვილის პარტია, რუბლებით დაფინანსებულ-ჩახდილი კრიმინალი გვარამიას პარტია, თაღლითი ხაზარაძის პარტია ან სააკაშვილთან მოღალატე გახარიას პარტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 18 ოქტომბერი 2024, 17:03

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ხელისუფლების ოპონენტების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს კამპანიურ სიყალბეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი გზავნილები სულ უფრო მძაფრდება.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართულ საზოგადოებას ევროპა რომ უნდა, თურმე, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი, რომლებიც საერთო პატრონის აგენტურას წარმოადგენენ.

მისივე განცხადებით, არ შეიძლება საზოგადოებას სურდეს ეროვნული, ტრადიციულ და რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა და ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრიც უნდა დაივიწყოს.

„კამპანიური სიყალბე, „ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია”, წინასაარჩევნოდ სულ უფრო მძაფრდება.

ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ ოთხიდან ერთი უნდა ავირჩიოთ:

მკვლელი და მწამებელი, ტერიტორიების რუსეთზე ჩამბარებელი და საკუთარ ჯარზე ომის დამბრალებელი სააკაშვილის პარტია;

ან იგივე ნაცწარსულის, რუბლებით დაფინანსებულ-ჩახდილი და კრიმინალი გვარამიას პარტია;

ან სააკაშვილის რეკეტიორი და თაღლითი ხაზარაძის პარტია;

ან სააკაშვილთან მოღალატე გახარიას პარტია.

ყველა ერთად კი საერთო პატრონიანი აგენტურა…

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეროვნული, ტრადიციულ და რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა. უნდა დავივიწყოთ ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრი, თუ პირდაპირ სადმე ტანკით არ შევარდები, მინიმუმ მოხალისეები უნდა გაუშვა უკრაინაში და სანქციები დაუწესო რუსეთს, თავისით შემოვარდებიან… ეკლესია და სარწმუნოება უნდა დასუსტდეს, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მოსწავლეებში ლგბტ პროპაგანდაც აუცილებელია, მარტო ომი არ ეყოფა, გარანტიებია საჭირო…

წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში კიდევ რჩებიან ადამიანები, ამ ოთხი პარტიიდან ერთ-ერთს რომ აძლევენ ხმას და ამ ყველაფერზე იღებენ პასუხისმგებლობას!..

სასწაულ არჩევანს და გზას სთავაზობენ ხალხს ევროპისკენ, „მიმზიდველსა“ და „უალტერნატივოს…“ - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი