57
17 ოქტომბერი 2024, 23:32
ბათუმის „დინამო“ ახალ მთავარ მწვრთნელს 18 ოქტომბერს, დღის 12 საათზე „ბათუმი არენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში წარადგენს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
კლუბი ჯერ ოფიციალურად არ ასაჯაროებს, ვინ ჩაიბარა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, მაგრამ ცნობილია, რომ გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი გაუძღვება.
მართალია, მანამდე გუნდის ყოფილი თავკაცის, გია გეგუჩაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ ბათუმის „დინამოს“ დირექტორატის არჩევანი 45 წლის სპეციალისტზე შეჩერდა.
ჭიაბრიშვილი საქართველოს ორგზის საუკეთესო მწვრთნელია (2018, 2020). ის მუშაობდა „ზესტაფონში“, „საბურთალოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „დინამო თბილისში“, ასევე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში. ჭიაბრიშვილი საქართველოს ორგზის ჩემპიონია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |