ნინო ფოჩხუა - ფულის სიყვარული რას არ აკეთებინებს გვარამიას და მის გუნდს. ახლა, როცა ამ ხელისუფლების პირობებში, შავი ფული და ფულის გათეთრების ქეისების გამოძიება სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, გვარამია და მისი გუნდი ბედავს შავი ფულის ტრიალს და მის გათეთრებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 16 ოქტომბერი 2024, 17:52

„რა ცხოვრების წესითაც ცხოვრობდნენ კოლექტიური ნაცები, იმ ცხოვრების წესით აგრძელებენ ცხოვრებას და იმ ცხოვრების წესის დაბრუნებისთვის იბრძვიან,“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შავი ფულის გათეთრების სქემასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.

ექსპერტის თქმით, ჩარჩენილები არიან ძველ დროში, ჰგონიათ უცხოელი პატრონების ფრთის ქვეშ, ისევ იმ დაუსჯელობით ისარგებლებენ, როგორც ადრე, მაგრამ აღარ არის ის დრო, არც არასდროს დაბრუნდება და ყველას გაეცემა კანონის შესაბამისი პასუხი.

„რა ცხოვრების წესითაც ცხოვრობდნენ კოლექტიური ნაცები, იმ ცხოვრების წესით აგრძელებენ ცხოვრებას და იმ ცხოვრების წესის დაბრუნებისთვის იბრძვიან. ამიტომ აქვთ ასეთი ზიზღი და მიუღებლობა ბიძინა ივანიშვილის, მან ხომ დაუხურა სააკაშვილის კრიმინალურ ბანდას ფულის კეთების, ბიუჯეტის საკუთარ ჯიბედ გამოყენების, ტერორის და ბიზნესის წართმევის "კანტორა." წარმოიდგინეთ ფულის სიყვარული რას არ აკეთებინებს გვარამიას და მის გუნდს. ახლა, როცა ამ ხელისუფლების პირობებში, თითოეული კაპიკი კონტროლდება, შავი ფული და ფულის გათეთრების ქეისების გამოძიება სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, გვარამია და მისი გუნდი ბედავს შავი ფულის ტრიალს და მის გათეთრებას. ჩარჩენილები არიან ძველ დროში, ჰგონიათ უცხოელი პატრონების ფრთის ქვეშ, ისევ იმ დაუსჯელობით ისარგებლებენ, როგორც ადრე, მაგრამ აღარ არის ის დრო, არც არასდროს დაბრუნდება და ყველას გაეცემა კანონის შესაბამისი პასუხი. პასუხს მიიღებს უკვე ყველა ზღვარს გადაცილებული სალომე ზურაბიშვილიც, მისი მოღალატეობა უპასუხოდ არ დარჩება. მხარდამჭერები კი, ვინც ამ რეციდივისტებს უჭერენ მხარს, ძალაუნებურად მათი კრიმინალური საქმეების თანამონაწილეები არიან,“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტი უარს ვეღარ იტყოდა
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
არქივი