ედიშერ გვენეტაძე ლორა თორნტონის ანგარიშზე: კიდევ ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორი მეხუთე კოლონა მოქმედებს საქართველოში - რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებს მათ, რომ შეეჩერებინათ და შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 12 ოქტომბერი 2024, 15:26
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არსებულ იმ ჩანაწერს აფასებს, რომლის თანახმად, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ემხრობოდა.

გვენეტაძის განცხადებით, ეს არასამთავრობოები, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” და მსგავსი ორგანიზაციების მიერ არიან გამოზრდილები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უნდა დასრულდნენ.

„კიდევ ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორი ყორღანაშვილისეული მეხუთე კოლონა მოქმედებს საქართველოში. ამას ადასტურებს „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი. ამ მაღალჩინოსანი ქალბატონის თქმით - "რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებდა და უმტკიცებს მათ, რომ შეეჩერებინათ და შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა". ორი აზრი არ არსებობს იმისა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI)-ის და მისივე მსგავსი კაჟაიების დაჩეკილ, გამოზრდილ, ნაკვებნი არიან და როდესაც გაღმელ კაჟაია ბულავებს დასჭირდებათ - გაუწევენ ფარდას, აუქნევენ ხელს , მისცემენ ნიშანს, ისინიც უმალვე იწყებენ ჟივილ-ხივილს: საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე; საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებული "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონის გაუქმებაზე; საქართველოს ომში ჩაბმაზე; საქართველოს მიერ რუსეთისადმი სანქციების დაწესებაზე. ამიტომაც 26 ოქტომბერს 21-ე საუკუნის ეს მაღალ ხელფასიანი ყორღანაშვილები, აუცილებლად უნდა დასრულდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ელის ომი, უბედურება და საბოლოო განადგურება“, - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
გია აბაშიძე: საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელები აშშ-ში მართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაღაც არ იგრძნობა ეს ე.წ. იზოლაცია
ზურაბ ქადაგიძე: ვიცე-პრემიერის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შტატებში ვიზიტი და უმაღლეს საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრები, კიდევ ერთი ხაზგასმაა, საქართველოს, როგორც ევროპა აზიის გზაჯვარედინის როლისა
გიორგი ცუცქირიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო იმისთვისაა, რომ ორგანიზაციებს ეროვნული დაფინანსების წყარო გაუჩნდეთ. 20 მილიონი დიდი თანხა არაა, მაგრამ საკმარისია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყანაში არ იყოს მიბმული უცხოურ ფულზე
არქივი