„აღმაშფოთებელია ცესკოს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის და ბულინგის ფაქტი, წარსული გამოცდილება გვაფიქრებინებს ვინ შეიძლება იდგეს აღნიშნულის უკან“ - დავით ჩიხელიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 12 ოქტომბერი 2024, 15:23
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ცესკოს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, წარსული გამოცდილება გვაფიქრებინებს ვინ შეიძლება იდგეს ცესკოს თანამშრომლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებების უკან.

„აღმაშფოთებელია ცესკოს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის და ბულინგის ფაქტი, როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, ცესკოს თანამშრომლებს სმს-ის სახით მუქარის შემცველი წერილები დაეგზავნათ, ამ ეტაპზე მუქარის ავტორების შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ წარსული გამოცდილება გვაფიქრებინებს ვინ შეიძლება იდგეს აღნიშნულის უკან, ყველას გვახსოვს 2020 წელი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ცესკოს თანამშრომელმა ივანე ბურდულმა, (დღეს წალენჯიხის მერიის თანამშრომელი) ერთ ერთ თანამშრომელს, ცესკოს დატოვების სანაცვლოდ ათობით ათასი დოლარი შესთავაზა, ასევე გვახსოვს ხუსკივაძის(ნაციონალური მოძრაობის სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი) და კობალაძის მიერ, ისნის ოლქის თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა, ასევე არ დაგვავიწყდეს ანა მიქელაძე, რომელმაც მუქარას ვერ გაუძლო ცესკოდან წავიდა და დღეს კახა ორიაშვილის კომპანიაში მუშაობს, რამდენიმე კვირის უკან კი ლაშა ფარულავას მუქარა, რომლის ადრესატი ცესკოს იურისტი იყო.

ეს და სხვა მრავალი ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ დღევანდელი მუქარის უკან რადიკალური ოპოზიცია დგას.მოვუწოდებ არჩევნებში ჩართულ თითოეულ მხარეს პატივი ეცით საარჩევნო ადმინისტრაციას და მის თანამშრომლებს, ეს ადამიანი 24 საათიან რეჟიმში ქვეყნის სამსახურში დგანან, დიახ ისინი ემსახურებიან ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას, დაუშვებელია მათი შანტაჟი და მუქარის ტონით საუბარი. იმედს ვიტოვე აღნიშნული ფაქტი ერთჯერადი ხასიათის იყო და აღარ განმეორდება. ყოველი მსგავსი, გამოხტომა და მუქარანარევი ტონი აზიანებს საარჩევნო გარემოს, რაც არა ქვეყნის არამედ, ადამიანთა მცირე ჯგუფის ინტერესებში შედის“, - წერს დავით ჩიხელიძე. ა
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი