ლევან ნიკოლეიშვილი ლორა თორნტონის ანგარიშზე: შეიძლება, „საკუთარი ხალხი“ ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 12 ოქტომბერი 2024, 14:58

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშს ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, არასამთავრობოების აზრით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაჰბრალდება, შემდეგ აღშფოთებული ხალხი გარეთ გამოვა და მათ შეუერთდება რევოლუციისა განხორციელების „დიად“ საქმეში. იმაზე არავის უფიქრია, აღშფოთებულმა ხალხმა რომ ჯერ ის იკითხოს, ვისი ინიციატივით შეჩერდა ვიზალიბერალიზაცია?

„მითხარით, სხვას რას ჰქვია მტრობა საკუთარი ხალხის მიმართ? შეიძლება სიტყვები „საკუთარი ხალხი“, ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვენ. არასამთავროებმა, თითქოს მარტივი, მაგრამ უკიდურესად მუხანათური გეგმა მოიფიქრეს, რომელიც აგერ მათმა მეგობარმა ლორა თორტონმა გაამჟღავნა. ე.ი. მათი აზრით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაჰბრალდება, შემდეგ აღშფოთებული ხალხი გარეთ გამოვა და მათ შეუერთდება რევოლუციისა განხორციელების „დიად“ საქმეში. იმაზე არავის უფიქრია, რომ აღშფოთებულმა ხალხმა, რომ ჯერ ის იკითხოს ვისი ინიციატივით შეჩერდა ვიზალიბერალიზაცია? მანამდეც, ხომ იგივე ხალხი დარბოდა ევროსტრუქტურების კაბინეტებსა თუ კორიდორებში და საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას იხვეწებოდა?! ხალხს, რომ მტრობენ ეგ ხომ ისედაც ვიცოდით, უბრალოდ უკვე ძალიან მალ-მალე უსკდებათ ბოროტი საქმეები“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი