ვილი სანიოლი - რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უკრაინასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 10 ოქტომბერი 2024, 19:51

უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„წარუმატებელი სერია არ ნიშნავს, რომ სულ ასე გაგრძელდება. უკრაინა საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, სადაც ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენმა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად წარმოაჩინონ. ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უკრაინასთან თამაშისთვის მზად არის.

კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით, რომელიც ისეთივეა, როგორც წინა თვეებში. იგივე ატმოსფეროა და სურვილი აქვთ, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ. შესაძლოა, ფეხბურთში დამარცხდე, მაგრამ მთავარია, შენი შესაძლებლობები ბოლომდე აჩვენო, თამაში აკონტროლო და რესურსი ბოლომდე გამოაჩინო.

სიმართლე გითხრათ, ახლა არც ვფიქრობთ, ჯგუფში რომელ ადგილზე ვართ. რაც შეეხება პროგნოზს, ჯგუფში ჩვენი სამივე მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ კვალიფიკაციით გავიდა, ჩვენ კი – პლეი ოფიდან. ეს კარგად აჩვენებს, ერთა ლიგაზე რამდენად მაღალი დონის მოწინააღმდეგეები გვყავს.

მაგრამ, სექტემბრის თამაშებში დამტკიცდა, რომ მეტოქის დამარცხება ყველას შეუძლია. მთავარია, მობილიზებულები ვიყოთ და მოედანზე ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. წინ საკმაოდ რთული ოთხი მატჩი გველის და, რა თქმა უნდა, მიზანი კიდევ უფრო მეტი ქულის დაგროვებაა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი