მამუკა მდინარაძე: არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 07 ოქტომბერი 2024, 13:13

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას ეხმიანება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, „ქართული ოცნების“ თხოვნით, მხარი დაუჭირა. მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი.

„სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო (ჟარგონისთვის უკაცრავად) მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, ჩვენი თხოვნით, მხარი დაუჭირა. ახლა თამამად შეგვიძლია მივმართოთ თითოეულ მათგანს - ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი!

პ.ს. შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის მიმდინარეობისას ნაცმედიის მიერ გახმოვანებული, პირველივე საწინააღმდეგო არგუმენტი, ბოლშევიკური აღმოჩნდა: მათი აზრით, თურმე მიზანი ამართლებს საშუალებას და დასავლეთთან ურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და ქვეყნის შეურაცხყოფაზე გადის… პირიქით!!! მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!“ - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთოსთან ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად
დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია
რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
არქივი