დაჩი ცაგურია: ვისაც გვქონდა პრეტენზია, რატომ არ აგეს პასუხი მკვლელებმა, მანიაკებმა, დამნაშავეებმა, აგერ, ამერიკის საელჩომ კიდევ ერთხელ გვიპასუხა უკვე საჯაროდ ამ შეკითხვაზე, მაგრამ ახლა ვეღარ უშველით მათ აგენტის „ქსივა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 04 ოქტომბერი 2024, 12:28

ვისაც გვქონდა პრეტენზია, თუ რატომ არ აგეს პასუხი მკვლელებმა, მანიაკებმა, დამნაშავეებმა და ბოროტმა ხალხმა, რატომ არიან დღემდე დამნაშავეები არათუ პასუხისგებაში, არამედ პოლიტიკაში, მედიაში, ბიზნესში და ა.შ. აგერ, ამერიკის საელჩომ კიდევ ერთხელ გვიპასუხა უკვე საჯაროდ ამ შეკითხვაზე, - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია, რითაც ეხმიანება აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ.“

ცაგურიას განცხადებით, აგენტის სტატუსი ამ ადამიანებს ვეღარ უშველით და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

მისივე თქმით, სამარცხვინოა სხვა ქვეყანაში სირბილი და საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების ხვეწნა.

„ვისაც გვქონდა პრეტენზია, თუ რატომ არ აგეს პასუხი მკვლელებმა, მანიაკებმა, დამნაშავეებმა და ბოროტმა ხალხმა, რატომ არიან დღემდე დამნაშავეები არათუ პასუხისგებაში, არამედ პოლიტიკაში, მედიაში, ბიზნესში და ა.შ. აგერ, ამერიკის საელჩომ კიდევ ერთხელ გვიპასუხა უკვე საჯაროდ ამ შეკითხვაზე.

მაგრამ ახლა ვეღარ უშველით მათ აგენტის ქსივა, როგორი მაგარი, ლამაზი თუ ძლიერი ქვეყნის აგენტებიც არ უნდა იყვნენ, დამნაშავეები დაისჯებიან უმკაცრესად.

რაც ყველაზე მთავარია, ადრე თუ ეამაყებოდათ ვიღაც-ვიღაცებს ძალიან მაგარი ქვეყნის აგენტობა, მათი ემისრობა ამ ქვეყანაში დღეს უკვე სამარცხვინოა. სხვა ქვეყნის „შაჰის კარზე“ სირბილი და ხვეწნა დაასანქცირონ საკუთარი ქვეყანა გულისამრევია უკვე ეგ ამ ქვეყანაში,” - წერს დაჩი ცაგურია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტი უარს ვეღარ იტყოდა
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
არქივი