გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილმა უტიფრად თქვა, რომ ის ანტიქართული საგანია - საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაცია ადარდებს მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთში კრიზისი არ შეიქმნას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 03 ოქტომბერი 2024, 11:37

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი საქართველოში სამხედრო ოპერაციის განხორციელებას გადაწყვეტს, გეგმა არ არსებობს და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება.

ანალიტიკოსის შეფასებით ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის „ანტიქართული საგანია“.

„პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა უტიფრად თქვა, რომ ის ანტიქართული საგანია - საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაცია ადარდებს მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთში კრიზისი არ შეიქმნას.
ამ ნამუსგარეცხილი პარიზელი „ხანუმას" წარუმატებლობას აგენტოკრატიაში კარგად ხედავენ და 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის გამარჯვებისა და მისი ფორმალური ვადის ამოწურვის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს მოისვრიან როგორც უსარგებლო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ნარჩენს.

სალომე ზურაბიშვილის მსგავსი აკაკისეული "ღამურები" მუდმივად თვითდაწყევლის რეჟიმში იყვნენ და ასე ასრულებდნენ საკუთარ ზნედაცემულ კარიერას.

„კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!“...
(აკაკი წერეთელი. 1880)“ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ვიცე-პრემიერის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შტატებში ვიზიტი და უმაღლეს საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრები, კიდევ ერთი ხაზგასმაა, საქართველოს, როგორც ევროპა აზიის გზაჯვარედინის როლისა
გიორგი ცუცქირიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო იმისთვისაა, რომ ორგანიზაციებს ეროვნული დაფინანსების წყარო გაუჩნდეთ. 20 მილიონი დიდი თანხა არაა, მაგრამ საკმარისია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყანაში არ იყოს მიბმული უცხოურ ფულზე
ედიშერ გვენეტაძე: არალეგიტიმურიას ბღავილის ფონზე, საქართველოს დელეგაცია ეწვია აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდს და საქართველოს ეწვია ეუთოს გენმდივანი, რამაც წყობიდან გამოიყვანა თამაშგარედ დარჩენილი მეხუთე კოლონელები
საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი. ყველაფერს ვაშინგტონიდან „მწვანე შუქი" აუნთეს
არქივი