ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილს ადარდებს მხოლოდ ევროპაში რა იქნება, თორემ ქვეყანა სულ არ ანაღვლებს, აქ ხომ მისი სამშობლო არ არის, აუცილებლად მიმაჩნია, ვადის ამოწურვის შემდეგ, გამოიძიონ მისი ჩადენილი საქმეები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 03 ოქტომბერი 2024, 11:11

სახელმწიფოს მტერს, გაურკვეველი ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის მიმდევარ "მართმადიან" სალომე ზურაბიშვილს, რაც ადარდებს, მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთში, ევროპაში რა იქნება, თორემ ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის სავარძელში დეკემბრამდე არის წამოსკუპებული, სულ არ ანაღვლებს, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სალომე ზურაბიშვილის მიერ ვარშავის უსაფრთხოების სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ "რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება".

ნიკოლეიშვილის თქმით, ზურაბიშვილის ფრაზა საგულისხმოა, ვინაიდან ის აღიარებს, რომ დასავლეთში კრიზისი მაინც ყოფილა. ის მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ზურაბიშვილის საქმიანობით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ.

„სახელმწიფოს მტერს, გაურკვეველი ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის მიმდევარ „მართმადიან“ სალომე ზურაბიშვილს, რაც ადარდებს, მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთში, ევროპაში რა იქნება, თორემ ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის სავარძელში დეკემბრამდე არის წამოსკუპებული, სულ არ ანაღვლებს. თუმცა, მისი ფრაზა „დასავლეთის კიდევ ერთი კრიზისი,“ მაინც საგულისხმოა, ე.ი. დასავლეთში კრიზისი მაინც ყოფილა, აბა სხვაგვარად კიდევ ერთის დადგომაზე, რატომ ინერვიულებდა?! თან დამაფიქრებელი იცით რა არის, ამის თქმასაც ხომ არ დაავალებდნენ, აგერ სულ რამდენიმე დღის წინ გახლდათ ევროპაში გაქუსლული და ალბათ იქ შინაურულად უთხრეს მოსალოდნელი კრიზისის შესახებ, ამან კი ადგა და "დიდი საიდუმლო" გასცა, უფრო სწორედ წამოსცდა, თან შეშფოთებული გულისტკივილით.

აქ რა მოხდება, აქ რა იქნება საერთოდ არ ადარდებს, ან რატომ უნდა ადარდებდეს, აქ ხომ მისი სამშობლო არ არის. აქედან გამომდინარე აუცილებლად მიმაჩნია, რომ ზურაბიშვილის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ და გამოიძიონ ყველა მისი ჩადენილი საქმეები, მავნებელი პასუხისმგებლობას არ უნდა ავარიდოთ, ქვეყნის მტერმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
არქივი