თამარ ტყეშელაშვილი: მახსოვს, სლავური აქცენტით მოსაუბრე დედისთვის „რუსო“- ს ძახილი და არაადეკვატური გავეშება. დღემდე ეთნიკური ნიშნით ხალხის დევნაში რომ გამოხატავს ზოგი „პატრიოტიზმს" - იქვე ჩანს, რამდენად ცოტა გამოუვლია ცხოვრებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 02 ოქტომბერი 2024, 13:23

მახსოვს, შუა თბილისში, სლავური აქცენტით მოსაუბრე დედისთვის მაღაზიაში „რუსო! რუსო!"-ს ძახილი და არაადეკვატური გავეშება. დღემდე ეთნიკური ნიშნით ხალხის დევნაში რომ გამოხატავს ზოგი „პატრიოტიზმს" - იქვე ჩანს, რამდენად ცოტა გამოუვლია ცხოვრებაში. მარტო სსრკ-საც ნუ დავაბრალებთ ეთნიკურ შუღლს (იმან რა ჭირიც მოგვიტანა - ყველამ ვიცით). ზოგჯერ ჩვენს თავშიც ჩავიხედოთ, - წერს თამარ ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ეთნიკურ კონფლიქტთან დაკავშირებით მის ბავშვობაში მომხდარ ამბებს იხსენებს და სვამს კითხვას - რა დასკვნა გამოიტანა ქართველმა ერმა ამ ყველაფრის შემდეგ.

„უნდა ვილაპარაკოთ ამაზე(ც). საკუთარი თავის ვალიდაციას (ლაიქების აგროვების გზით) და მხოლოდ „პოზიწივებით" წარდგენას, არც ამ სივრცეში რომ ვსაჭიროებ - ცნობილია. ამიტომ, ერთ მტკივნეულ ამბავს გავიხსენებ.

ამბავი ოსებზეა. მეგობარ ბაკურიანელებს, ვისაც ეს შეეხო ან უბრალოდ მომსწრე იყო, არ ვთაგავ. ვიღაცისთვის „არაპოპულარული" პოსტია ("ამათი თავი არ მაქვს" - ესაა გამეფებული დღეს) ამ სურათებზე რაც ვართ, დაახლოებით, ამხელები ვიყავით ეს ყველაფერი რომ ხდებოდა:

90-იანებში, ბაკურიანში მცხოვრებ ოსებს უცებ დევნა რომ დაუწყეს, ამ ხალხს გასაქცევად გაუხდა საქმე (სახლებში უვარდებოდნენ, პირდაპირი გაგებით, შეშის ღუმელში ყრიდნენ ცოცხლად... (მომსწრე ვარ) და სხვ.) ამ გაჩაღებულ შუღლში დედაჩემმა გამოიჩინა გმირობა და გადაწყვიტა, რომ მამაჩემის ოს თანამშრომლებს საკუთარი სახლების დატოვებაში უნდა დაეხმაროს... აღარ დაედგომებოდათ იქ. (დედის ამ გამბედაობას კი, დღემდე ვერ ვხსნი) მოაყვანინა დედაჩემმა სატვირთო მანქანა, ჩასვა ამ მანქანის დიდ საბარგულში ბაკურიანელი ოსები (რაღაც ხეებიც დავალაგეთ და იქ ჩავმალეთ ეს ხალხი, ჩხრეკის შემთხვევაში). მიზანი იყო, რომ გორამდე მიგვეყვანა. მერე გადავიდოდნენ. ეს ის პერიოდია, როცა, ყოველ ნაბიჯზე თბილისამდე არაფხიზელი, შეიარაღებული სამხედრო ფორმიანები დგანან. გაჩერებენ. გამოწმებენ. პატრიოტები არიან რა!... მახსოვს უცებ შეკერილი და ჩემი ძმის "კლიუშკა"-ზე (ქართულად როგორაა?) მიკერებული, ფანჯრიდან გადაყოფილი შინდისფერი დროშა... (შეგნებულად - რომ არ გაგვაჩერონ იქნებ. გზავნილი: ჩვენც პატრიოტები ვართ!!!) მახსოვს შიში და პირველად აღქმა იმისა, რომ დედის სლავური გარეგნობა სახიფათოა, თურმე ღამე, ნახევრადმძინარე მე და ჩემი ძმა და საბარგულში ოსები. რის იმედად ვართ - არ ვიცით. ვიცით, რომ თუ გაგვაჩერეს - ვერავინ გადავრჩებით. არ გაგვაჩერეს. დროშამ იმუშავა ან უბრალოდ დავეზარეთ ამხელა მანქანა. გორამდე მივიყვანეთ მშვიდობით. მერე, მახსოვს, შუა თბილისში, სლავური აქცენტით მოსაუბრე დედისთვის მაღაზიაში "რუსო! რუსო!"-ს ძახილი და არაადეკვატური გავეშება. და ახლაც იგივე რომ მესმის ვიღაცის მისამართით ზოგჯერ... დღემდე ეთნიკური ნიშნით ხალხის დევნაში რომ გამოხატავს ზოგი "პატრიოტიზმს" - იქვე ჩანს, რამდენად ცოტა გამოუვლია ცხოვრებაში. და ეს მოვლენებიც (სხვა უახლესი ისტორიის ფურცლებთან ერთად) ჩვენს ისტორიაში არ შეფასდა. რა დასკვნა გამოვიტანეთ ამ ყველაფრისგან ერმა? ვიცით? თუ უცნობია. არ მოვინდომეთ სახელის დარქმევა? თუ დამოუკიდებლად ვერც ვიზამდით ამას (როგორც ხდება ხოლმე) მარტო სსრკ-საც ნუ დავაბრალებთ ეთნიკურ შუღლს (იმან რა ჭირიც მოგვიტანა - ყველამ ვიცით). ზოგჯერ ჩვენს თავშიც ჩავიხედოთ. კოლექტიური ტრავმები გავიხსენოთ. ამით დავიწყოთ. თუ მაღაზიებში (ან უფრო ფბზე - აწ უკვე) გავეშება უფრო მისაღებია, ოკ. შორს წავალთ ასე. და მეთხუთმეტე კაცად შევალთ. ლუდოვიკოსთან. მე მეთხუთმეტეობაზე ბევრად მეტი ამბიცია მაქვს პირადად“, - წერს ტყეშელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი