გია აბაშიძე კეთილსინდისიერების ინდექსზე: პარადოქსულია, რომ ევროპელი ანალიტიკოსების კვლევებში საქართველო საგრძნობლად დაწინაურებულია, ხოლო ცალკეული პოლიტიკოსები "უკუსვლას" ხედავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 02 ოქტომბერი 2024, 12:30

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის მოხვდა.

ანალიტიკოსის შეფასებით, ევროკრატიაში ერთგვარი „კოგნიტიური დისონანსია" და მიანიშნებს, რომ ფაქტებსა
და სტატისტიკას გვერდს ვერანაირად აუვლიან, რაც არ უნდა მავნებლური გზავნილები ატირაჟირონ ე.წ. „არასწორ ტრაექტორიებზე".

მისივე თქმით, ჩალის ფასზე უფრო დაბალი „ღირებულება" კვლავაც დაუფიქსირდა „ნაცენჯეოებისა" და მათ დამკვეთთა მახინჯ „მესიჯბოქსს", რომ ქართული მართლმსაჯულება თითქოს „მიტაცებულია".

„პარადოქსულია, რომ ევროპელი ანალიტიკოსების კვლევებში საქართველო საგრძნობლად დაწინაურებულია, ხოლო ცალკეული პოლიტიკოსები „უკუსვლას" ხედავენ - საჯარო კეთილსინდისიერების
ინდექსში საუკეთესო ოცდაათეულში ვართ. ევროკრატიაში ერთგვარი „კოგნიტიური დისონანსია" და მიანიშნებს, რომ ფაქტებსა და სტატისტიკას გვერდს ვერანაირად აუვლიან, რაც არ უნდა მავნებლური გზავნილები ატირაჟირონ ე.წ. „არასწორ ტრაექტორიებზე" და ა.შ.

ევროკომისიამ ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრზე დაყრდნობით გამოაქვეყნა კვლევა (საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი), რომელშიც საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა
მიიღო, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია. საქართველო 32-ე ადგილიდან საუკეთესო ოცდაათეულში 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა. ეს ყველაზე საუკეთესო სარეიტინგო შედეგია, რაც კი საქართველოს აქამდე დაუფიქსირებია.

ჩალის ფასზე უფრო დაბალი "ღირებულება" კვლავაც დაუფიქსირდა „ნაცენჯეოებისა" და მათ დამკვეთთა მახინჯ „მესიჯბოქსს", რომ ქართული მართლმსაჯულება თითქოს „მიტაცებულია" კვლევის მიხედვით, სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 21 საფეხურით გაიუმჯობესა, 57 ადგილიდან 36-ე პოზიციაზე დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

საქართველომ ისეთ მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით როგორიცაა ადმინისტრაციული გამჭვირვალობა უმაღლესი შეფასება 10 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა კიდევ სხვა 10 სახელმწიფოსთან ერთად თანაბარი ქულით.

კეთილსინდისიერების რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ჯამში 11 სახელმწიფოს და
ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას, ამასთან საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში და აგრეთვე ლიდერია მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნებს შორის. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩებიან, მაგალითად, ბელგია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა, ბულგარეთი, თურქეთი, ისრაელი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

კეთილსინდისიერების ინდექსი აფასებს: კორუფციის კონტროლის დონეს; სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას; სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას; ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი