მადლობა ქართველებს! ჩემი ოცნება იყო, რომ ქართველ ხალხთან ერთად მეზეიმა ეს გამარჯვება და სიხარული - მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით საქართველოში დაბრუნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 29 სექტემბერი 2024, 19:47

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით სამშობლოში დაბრუნდა. მისი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 17:00 საათზე დაეშვა.

„მადლობა ქართველებს! ჩემი ოცნება იყო, რომ ქართველ ხალხთან ერთად მეზეიმა ეს გამარჯვება და სიხარული“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.

ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.

„ქართველი ვარ, საქართველომ ყველაფერი მომცა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე“, - განაცხადა დვალიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი