61
29 სექტემბერი 2024, 16:14
სპორტსმენები, რომლებიც რუსეთის მიერ ორგანიზებულ „მეგობრობის თამაშებში“ გამოვლენ, ოლიმპიადაში მონაწილებას ვერ შეძლებენ.
ამის შესახებ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს (USADA) პრეზიდენტმა ტრევის ტაიგერტმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„თუ ვინმე აპირებს მონაწილეობას იმ თამაშებში, სადაც არ არის დოპინგ-კონტროლი და რომელიც არ არის სანქცირებული ჩვენი ქვეყნისა და სპორტული ფედერაციების მიერ, ამ შემთხვევაში ასეთი სპორტსმენები ვერ გამოვლენ ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ტაიგერტმა.
„მეგობრობის თამაშების“ ჩატარება იგეგმებოდა 2024 წლის სექტემბერში მოსკოვსა და ეკატერინბურგში, მაგრამ ის 2025 წლისთვის გადაიტანეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |