გია აბაშიძე: სუვერენული საქართველოს არჩევნებში ღიად და თავხედურად აშშ-ის ჩარევა უპრეცედენტოა, თუკი მანამდე იყვნენ ნაცრადიკალების ჩრდილოვანი კონსულტანტები, ახლა დაუფარავად ხდება პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 27 სექტემბერი 2024, 13:22
სუვერენული საქართველოს არჩევნებში ასე ღიად და თავხედურად აშშ-ის ჩარევა უპრეცედენტოა, თუკი მანამდე იყვნენ ნაცრადიკალების ჩრდილოვანი კონსულტანტები, ახლა დაუფარავად ხდება პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან, - ასე ეხმიანება  ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, გარე ძალების მიერ ქართულ არჩევნებში ჩარევა დღეს განსაკუთრებით ინტენსიურია. 

მისივე თქმით, 2019 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი "არჩევნებში უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ", რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის არჩევნებში ნებისმიერი სახით ჩამრევ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი - ჯარიმასთან ერთად, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა. მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი რამ აქამდე რომ მიეღო საქართველოს პარლამენტს, ამას შეაფასებდნენ როგორც  "რუსული", "ავტორიტარული" და ა.შ. 



„სუვერენული საქართველოს არჩევნებში ასე ღიად და თავხედურად აშშ-ის ჩარევა უპრეცედენტოა, თუკი მანამდე იყვნენ ნაცრადიკალების ჩრდილოვანი კონსულტანტები, ახლა დაუფარავად ხდება პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან. 
კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარის, დოვ ლევინის ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომის თანახმად, 1945-2000 წლებში, გლობალურად, აშშ 81-ჯერ ჩაერია სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში. სავარაუდოდ, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამერიკის უხეშ პირდაპირ ჩარევას ცალკე კვლევებს მიუძღვნიან დასავლელი ექსპერტები. 
ცნობისთვის, 2019 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი "არჩევნებში უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ", რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის არჩევნებში ნებისმიერი სახით ჩამრევ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი - ჯარიმასთან ერთად, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა. 
მსგავსი რამ აქამდე რომ მიეღო საქართველოს პარლამენტს, ეს იქნებოდა "რუსული", "ავტორიტარული" და ა.შ. თუმცა, გვიანი არც მომავალშია“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი