ნინო ფოჩხუა ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებაზე: ეს საქციელი მხოლოდ ამერიკას და ამერიკელ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას, რაც ძალიან სამწუხაროა, გიგაურის დონემდე დაცემა არ ეკადრება ამერიკას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
174 25 სექტემბერი 2024, 11:51

ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიპატიჟებაც და შემდეგ გაუქმებაც იმ გეგმის ნაწილი არ არის, რომელსაც აწარმოებს „ომის პარტია“ და აქაური მე-5 კოლონა საქართველოს წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებაზე საქართველოს პრემიერისთვის მიწვევის გაუქმებას.

ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციას, რომელსაც პულსიც კი აღარ ესინჯება, პატრონების გადაწყვეტილებით, იქნებ ამით მაინც ააგორებინონ უკმაყოფილება ხალხში და გარეთ გამოაყვანინონ.

„დავიწყებ იმით, რომ დღეს ჩვენი ახალგაზრდა პრემიერის დაბადების დღეა, ვულოცავ ამ შესანიშნავ ახალგაზრდას დაბადების დღეს, წინსვლას და წარმატებას ვუსურვებ ამ, ჩვენი ქვეყნისთვის, ურთულეს გზაზე და ჩვენი, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტი და ღირსება, ბოლომდე მის გვერდით ვიქნებით.(არც ისე ცოტანი ვართ)
ახლა რაც შეეხება ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე, პრემიერის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიპატიჟებაც და შემდეგ გაუქმებაც იმ გეგმის ნაწილი არ არის, რომელსაც აწარმოებს "ომის პარტია" და აქაური მე-5 კოლონა საქართველოს წინააღმდეგ. ოპოზიციას, რომელსაც პულსიც კი აღარ ესინჯება, პატრონების გადაწყვეტილებით, იქნებ ამით მაინც ააგორებინონ უკმაყოფილება ხალხში და გარეთ გამოაყვანინონ.

კიდევ ერთხელ გავმეორდები, როგორ არ უნდა იცნობდე ქართველი კაცის ბუნებას, რომ დაიჯერო ამ გაუგონარი საქციელით ხალხს გარეთ გამოიყვან. ეს საქციელი მხოლოდ ამერიკას და ამერიკელ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას, რაც ძალიან სამწუხაროა. გიგაურის დონემდე დაცემა არ ეკადრება ამერიკას.

რაც შეეხება სპეკულაციას, ხელის ჩამორთმევა-არ ჩამორთმევაზე, ხელს ზელენსკის ართმევენ და მქუხარე აპლოდისმენტებითაც ხვდებიან, რომელი გვირჩევნია ჩვენი ომს გადარჩენილი სამშობლო თუ მიწასთან გასწორებული უკრაინა, მილიონი დაღუპულით?“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
არქივი