ზაალ ანჯაფარიძე - როდესაც პლატფორმა „აირჩიე ევროპა“ დაფუძნდა, მათ პრეზენტაციაზე დამსწრეთა შემადგენლობიდან გამომდინარე ყველას შეეძლო ენახა, რომ ეს იყო სამოქალაქო ორგანიზაციის საფარველით შენიღბული პოლიტიკური სტრუქტურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 24 სექტემბერი 2024, 13:01

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, როდესაც პლატფორმა "აირჩიე ევროპა" დაფუძნდა, მან საჯაროდ დასვა კითხვა მათი დაფინანსების წარმომავლობაზე, რადგან საქართველოს 200 ქალაქის და სოფლის მოვლა და იქ აგიტაცია-პროპაგანდა, საკმაოდ დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

„როდესაც პლატფორმა "აირჩიე ევროპა" დაფუძნდა, და მათ პრეზენტაციაზე დამსწრეთა შემადგენლობიდან გამომდინარე, ყველას შეეძლო ენახა, რომ ეს იყო სამოქალაქო ორგანიზაციის საფარველით შენიღბული პოლიტიკური სტრუქტურა, საჯაროდ დავსვი კითხვა მათი დაფინანსების წარმომავლობაზე. რატომ? იმიტომ, რომ მათი ე.წ. "ევრომობილით" საქართველოს 200 ქალაქის და სოფლის მოვლა და იქ აგიტაცია-პროპაგანდა, საკმაოდ დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. სწორედ ამ ხარჯების გამჭვირვალობაზეა საუბარი,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოლაპარაკებების აცენტრის "ლონდონ/პარიზიდან" - თურქეთში გადანაცვლებამ იმდენად გააღიზიანა "ანტიტრამპისტული კოალიცია“, რომ ამოცანად რჩება მოლაპარაკებების ეს რაუნდიც ჩაშალონ
ჯო უილსონი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისთვის
„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?!
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე: დიპლომატიური, ღირსებით სავსე განცხადება მსოფლიო ზესახელმწიფოს ლიდერებისადმი, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა
არქივი