ზაალ ანჯაფარიძე გახარიას მიერ ქარტიის ხელმოწერაზე: გახარია შეეცადა ერთგვარად გამოესყიდა დანაშაული ოპოზიციური სპექტრის წინაშე, რადგანაც ოპოზიცია ძირითადად მას ადანაშაულებდა გაერთიანების ჩაშლაში „ლელოს“ კოალიციასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
167 23 სექტემბერი 2024, 18:33

გახარია შეეცადა ერთგვარად გამოესყიდა დანაშაული ოპოზიციური სპექტრის წინაშე, რადგანაც ოპოზიცია ძირითადად მას ადანაშაულებდა გაერთიანების ჩაშლაში „ლელოს“ კოალიციასთან, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ გახარიას მიერ ქარტიის ხელმოწერასთან დაკავშირებით.

ზაალ ანჯაფარიძემ ასევე ისაუბრა მეორე შესაძლო მიზეზზე, თუ რის გამო შეიძლება მიეღო გახარიას აღნიშნული გადაწყვეტილება.

„ქარტიის ტექსტში არაფერი შეცვლილა, მაგრამ სამაგიეროდ შეიცვალა გახარიას და მისი პარტიის პოზიცია. ამას, ჩემი აზრით, აქვს რამდენიმე ახსნა. ერთი ის, რომ ამ ნაბიჯით გახარია შეეცადა ერთგვარად გამოესყიდა ის დანაშაული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოპოზიციური სპექტრის წინაშე, რადგანაც ოპოზიცია, პრინციპში, მას ადანაშაულებდა ძირითადად ამ გაერთიანების ჩაშლაში „ლელოს“ კოალიციასთან.

მეორე შესაძლო მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ის, რომ როგორც ჩანს, საკმაოდ გავლენიანმა ხალხმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უთხრეს გახარიას, რომ პოლიტიკური პოზიორობის დრო აღარ არის ასეთ სიტუაციაში. შესაბამისად, მან უნდა დაანებოს თეთრ ყვავად წარმოჩენას საკუთარი თავის, პარტიის ამ ოპოზიციურ ანსამბლში და მოაწეროს ხელი ქარტიას. შესაბამისად, გახდეს თამაშის მონაწილე. როგორც ჩანს მან მიიღო თამაშის ეს წესები და მოაწერა კიდევაც ხელი“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანების საკითხზე.

„ჩვენს ტურბულენტურ პოლიტიკურ გარემოში, სადაც პოლიტიკური კულტურა არც თუ ისე მაღალია და პოლიტიკური მოთამაშეები ხშირად ცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებებს, ლაგდებიან სხვადასხვა გაურკვეველ ალიანსებში, რასაც ადრე მათგან საზოგადოება არ მოელოდა, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ახლა უკვე გაერთიანებაზე საუბრის აღდგენა, ჩემი აზრით, ნაგვიანებია, ვინაიდან ცესკოში სიების წარდგენამდე დარჩა სულ რაღაც სამი დღე, არც კი. შესაბამისად, ამ შეთანხმების გაფორმებას სჭირდება ძალიან ბევრი ორგანიზაციული თუ სხვა საკითხების მოგვარება და მე მაინც ვიხრები იქითკენ, რომ შეთანხმება ვერ შედგება, ვერც გაერთიანება“, - განაცხადა მან.

გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“, რომელსაც გასულ კვირაში აკრიტიკებდა და მასზე ხელმოწერას გამორიცხავდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
არქივი