ზაალ ანჯაფარიძე მაკკეინის ინსტიტუტის შეფასებაზე: როგორც ჩანს, აღნიშნული NGO-ები ასე უხდიან სამაგიეროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვერ აიყოლიეს ხელისუფლების დამხობის რევოლუციურ სცენარში ისე, როგორც მათ და მათ პატრონებს სურდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
150 21 სექტემბერი 2024, 10:35

როგორც ჩანს, აღნიშნული NGO-ები ასე უხდიან სამაგიეროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვერ აიყოლიეს ხელისუფლების დამხობის რევოლუციურ სცენარში ისე როგორც მათ და მათ პატრონებს სურდათ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მაკკეინის ინსტიტუტის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ შეფასებას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO - ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი.

ექსპერტის თქმით, ბოლო კითხვებიც ქრება იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში ვინ და როგორ ერევა არჩევნებში და ცდილობს მათთვის სასურველი შედეგის მოდელირებას, სწორედ ზემოთ ხსენებული დამსჯელი მექანიზმებით.

„მინდა ვკითხო აქედან საქართველოს სამოქალაქო სექტორს - ეს მხოლოდ რამდენიმე თქვენი NGO-ს (ყველა ვხვდებით ვინც) მოთხოვნაა, თუ მთელი სამოქალაქო სექტორი იზიარებს მათ მოთხოვნას, რომ საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებით?! გამოდით და დააფიქსირეთ პოზიცია.

როგორც ჩანს, აღნიშნული NGO-ები ასე უხდიან სამაგიეროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვერ აიყოლიეს ხელისუფლების დამხობის რევოლუციურ სცენარში ისე როგორც მათ და მათ პატრონებს სურდათ.

მე მგონი უკვე ბოლო კითხვებიც ქრება იმასთან დაკავშირებით თუ სინამდვილეში ვინ და როგორ ერევა ჩვენს არჩევნებში და ცდილობს მათთვის სასურველი შედეგის მოდელირებას, სწორედ ამგვარი დამსჯელი მექანიზმებით. სხვა რაღა დარჩათ!!"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი ჰერჩინსკის: ვიცით, რომ თქვენ ხართ დიალოგში და ჰარმონიაში კოხტა კოდუასთან, მეგის ქარდავასთან და იმ კასტილიან კაცთან, რომელიც მაგიდაზე „სკოჩით“ მიბმულ კაცს აუპატიურებდა
მოლაპარაკებების აცენტრის "ლონდონ/პარიზიდან" - თურქეთში გადანაცვლებამ იმდენად გააღიზიანა "ანტიტრამპისტული კოალიცია“, რომ ამოცანად რჩება მოლაპარაკებების ეს რაუნდიც ჩაშალონ
ჯო უილსონი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისთვის
„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?!
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
არქივი