121
20 სექტემბერი 2024, 20:03
მათივე ცნობით, ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ შოთა ხაბარელს იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრობის ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აღიარების სიგელი გადასცა.
„შეხვედრას, როგორც საპატიო სტუმარი ასევე ესწრებოდა საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, რომელმაც შოთა ხაბარელს და ქართველ ძიუდოისტებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შოთა ხაბარელს ახალგაზრდა ძიუდოისტების ხელშეწყობა-განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. შოთა ხაბარელი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |