ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძის აფეთქებაზე მსჯავრდადებულ დარჩო ხეჩუაშვილზე: საინტერესო იქნება, ვის დაასახელებს შემკვეთად, არჩევნებს რატომ დაამთხვია საქართველოში ვიზიტი და თან, ყალბი დოკუმენტებით რისთვის შემოვიდა?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 20 სექტემბერი 2024, 17:27

საკუთარმა პოლიტიკური გუნდის წევრებმა, ბროილერის ქათამივით გაწირეს და ბოლოს, „საკალბასე” ხორცადაც არ დატოვეს გუნდში. ეს კი თავს იმით იმშვიდებდა, შეთქმულება მომიწყვესო. საკუთარს არავის უნდიხარ და სხვას, ვის დაჰკარგვიხარ?! - წერს „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გივი თარგამაძის შესახებ და ეხმიანება ინფორმაციას მისი აფეთქების ფაქტზე მსჯავრდადებული დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც ქადაგიძე აცხადებს, საინტერესოა, ვის დაასახელებს ხეჩუაშვილი თარგამაძის აფეთქების შემკვეთად და რატომ ცდილობდა წინასაარჩევნოდ ყალბი დოკუმენტებით საქართველოში შემოსვლას.

„საკუთარმა პოლიტიკური გუნდის წევრებმა, ბროილერის ქათამივით გაწირეს და ბოლოს, „საკალბასე” ხორცადაც არ დატოვეს გუნდში. ეს კი თავს იმით იმშვიდებდა, შეთქმულება მომიწყვესო. საკუთარს არავის უნდიხარ და სხვას, ვის დაჰკარგვიხარ?!

დღეს დააკავეს, ყოფილი “კუდელი” ტერორისტი, ვინც ეს „საკალბასე მასალა” ააფეთქა და საინტერესო იქნება, ვის დაასახელებს შემკვეთად?

ნეტა, არჩევნებს რატომ დაამთხვია საქართველოში ვიზიტი და თან, ყალბი დოკუმენტებით რისთვის შემოვიდა, თუ პატიოსანი კაცია?!

ისე, ყველა მოძალადისა და მკვლელი რეჟიმის მსახურის თავს ადრე თუ გვიან, მაინც წამოადგება დამოკლე და ყველა აგებს პასუხს, საკუთარი ნამოქმედარის შესაბამისად!" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი ჰერჩინსკის: ვიცით, რომ თქვენ ხართ დიალოგში და ჰარმონიაში კოხტა კოდუასთან, მეგის ქარდავასთან და იმ კასტილიან კაცთან, რომელიც მაგიდაზე „სკოჩით“ მიბმულ კაცს აუპატიურებდა
მოლაპარაკებების აცენტრის "ლონდონ/პარიზიდან" - თურქეთში გადანაცვლებამ იმდენად გააღიზიანა "ანტიტრამპისტული კოალიცია“, რომ ამოცანად რჩება მოლაპარაკებების ეს რაუნდიც ჩაშალონ
ჯო უილსონი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისთვის
„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?!
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
არქივი