თამთა მეგრელიშვილი დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე: ოპოზიციურ სპექტრს და კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ სისხლიან ძალას, არჩევნების შემდგომი პროვოკაციებისათვის სწორედ ასეთი გამოცდილების კრიმინალები სჭირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 20 სექტემბერი 2024, 14:06

ოპოზიციურ სპექტრს და კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას" ამ სისხლიან ძალას, არჩევნების შემდგომი პროვოკაციებისათვის სწორედ ასეთი გამოცდილების კრიმინალები სჭირდება,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი გივი თარგამაძის აფეთქებაში ბრალდებულის, ძებნილის, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოს საზღვარზე დაკავების ფაქტს.

მისივე თქმით, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შესაძლოა არჩევნების შემდეგ დაგეგმილ არაერთ პროვოკაციას უკავშირდებოდეს.

„2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, "ნაციონალური მოძრაობის" იმდროინდელი დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი, თარგამაძე კი სიკვდილს გადაურჩა.
ამ ინციდენტში ბრალდებული - დარჩო ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნებოდა.
ის შსს-მ უკვე დააკავა.

მისი საქართველოში ჩამოსვლა შესაძლოა არჩევნების შემდეგ დაგეგმილ არაერთ პროვოკაციას უკავშირდებოდეს. ოპოზიციურ სპექტრს და კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ სისხლიან ძალას, არჩევნების შემდგომი პროვოკაციებისათვის სწორედ ასეთი გამოცდილების კრიმინალები სჭირდება.

2024 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური ვერდიქტი "ნაციონალური მოძრაობისათვის" და მათ მიერ ყველა დაგეგმილი პროვოკაცია შესაბამისი სამსახურების მიერ აღკვეთილი იქნება,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო უილსონი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისთვის
„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?!
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე: დიპლომატიური, ღირსებით სავსე განცხადება მსოფლიო ზესახელმწიფოს ლიდერებისადმი, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა
დავით ქართველიშვილი: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
არქივი