ზაალ ანჯაფარიძე Edison Research-ის კვლევაზე: ჩვენ ვიცით რისთვისაც სჭირდება ეს გამოკითხვები უცხოელ აგენტების კლასტერს, რომ 27 ოქტომბერს ერთ ხმაში იკივლონ - „გაგვიყალბეს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 20 სექტემბერი 2024, 12:32

ამ ფეიქ გამოკითხვით, რადიკალური ოპოზიცია ჯამში თურმე აგროვებს იმდენ პროცენტს, რომ იღებს უმრავლესობას, ისმის კითხვა: თუ ასეა, მაშინ რა საჭიროება არსებობდა გახარია-ხაზარაძის „ქორწინების"? ის საჭიროება, რომ ვერცერთი ვერ ახტება 5% ბარიერს. აი სწორედ ეს გახლავთ ერთ ერთი ლუსტრატორი იმისა, რომ კეზერას ამ "გამოკითხვებში" მოყვანილი ციფრები ფეიქია, ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Edison Research-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას არჩევნებზე 62%-იანი მხარდაჭერა ექნებათ.

ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული გამოკითხვები უცხოელ აგენტების კლასტერს იმისთვის სჭირდებათ, რომ 27 ოქტომბერს ერთ ხმაში იკივლონ - "გაგვიყალბეს".

„გუშინ კეზერვიზია "ფორმულამ" მორიგი და მათ გემოვნებაზე მოდელირებული ფეიქ "რეიტინგები" გამოაქვეყნა მოსახლეობის გასულელების მიზნით. რომ სცოდნოდათ გახარია-ხაზარაძის ტანდემის ფიასკო, ალბათ კორექტივებს შეიტანდნენ.
ამ ფეიქ გამოკითხვით, რადიკალური ოპოზიცია ჯამში თურმე აგროვებს იმდენ პროცენტს რომ იღებს უმრავლესობას. ისმის კითხვა: თუ ასეა, მაშინ რა საჭიროება არსებობდა გახარია-ხაზარაძის "ქორწინების"? ის საჭიროება, რომ ვერცერთი ვერ ახტება 5% ბარიერს. აი სწორედ ეს გახლავთ ერთ ერთი ლუსტრატორი იმისა, რომ კეზერას ამ "გამოკითხვებში" მოყვანილი ციფრები ფეიქია.

თუმცა, ჩვენ ვიცით რისთვისაც სჭირდება ეს გამოკითხვები უცხოელ აგენტების კლასტერს, რომ 27 ოქტომბერს ერთ ხმაში იკივლონ - "გაგვიყალბეს"“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
არქივი