დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის მედროშეები მონაწილეობდნენ სააკაშვილის პიარ-კამპანიაში „ბოდიში", რაც „ნაცმოძრაობის“ ორსახოვან ბუნებას აჩვენებს - აფხაზებს ბოდიშს უხდიდნენ, როცა ივანიშვილმა პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ღალატის დარქმევა სცადეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 16 სექტემბერი 2024, 11:29

ეს სამი ადამიანი დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშე, ნინია კაკაბაძე, პაატა ზაქარეიშვილი და ლაშა ბაქრაძე არიან. სამივე მათგანი მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პიარ/კამპანიაში, სახელწოდებით „ბოდიში", - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობა” თავის დროზე აფხაზებს ბოდიშს უხდიდა, ახლა კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშისა და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამის ღალატად წარმოჩენა სურთ, რაც რადიკალების ორსახოვან ბუნებას კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს.

„ეს სამი ადამიანი დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშე, ნინია კაკაბაძე, პაატა ზაქარეიშვილი და ლაშა ბაქრაძე არიან. სამივე მათგანი მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პიარ / კამპანიაში, სახელწოდებით „ბოდიში". კამპანიის მიზანი იყო აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდა და ამ ფორმით შერიგების გზების ძიება. თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს ნაცმოძრაობის ორსახოვან ბუნებას. თავად აფხაზებს ბოდიშს უხდიდნენ, ახლა კი, როცა მათ დაწყებულ და აღიარებულ ომზე ერისკაცმა ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშის და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამ საქციელისათვის ღალატის დარქმევა სცადეს. სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, ამ ორმაგი სტანდარტისთვისაც დასრულდებით 26 ოქტომბერს, ნაცებო”, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
არქივი