დავით ჩიხელიძე: ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი არა ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდაზე, არამედ შეცდომის აღიარებაზე დაფუძნებულ შერიგებაზე გააკეთა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
107 15 სექტემბერი 2024, 17:12

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე ოპოზიციის ინტერპრეტაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ბიძინა ივანიშვილისკენ თითის გაშვერის ნაცვლად გამოვიდეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ახსნან, რატომ დაუჭირეს მხარის ტალიავინის დასკვნას სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო“.

ექსპერტის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხედავს რომ შერიგების კონკრეტული გეგმა არსებობს, რომლის განხორციელებაც, პოლიტიკური ორბიტიდან მათ გაქრობას გამოიწვევს, შესაბამისად ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რათა საქართველოს გაერთიანებას ხელი შეუშალონ.

„ნაციონალურ მოძრაობას ისტორიის დამახინჯების უფლებას ვერ მივცემთ, ისინი ცდილობენ საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალონ, რეალურად ნაციონალურმა მოძრაობა საკუთარი გადაწყვეტილებით, სამხედრო გზით დაებრუნებინათ ცხინვალი, კიდევ უფრო გააღრმავა კონფლიქტი და ჩვენს ძმებს/დებს დაგვაშორა.

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა რუსებისთვის ბოდიშის მოხდაზე, ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი არა ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდაზე, არამედ შეცდომის აღიარებაზე დაფუძნებულ შერიგებაზე გააკეთა, შეცდომის აღიარება ძლიერების ხვედრია, რისი გაგებაც ყველას არ შეუძლია.

რაც შეეხება შეცდომებს და ბიძინა ივანიშვილის გუშინ გაჟღერებულ პოზიციას, აგვისტოს ომის კონტექსტში ერთადერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლით ხელმძღვანელობაც შეგვიძლია ე.წ. ტალიავინის დასკვნა არის, სამწუხაროდ დღეს მსოფლიო ტალავინის დასკვნით ხელმძღვანელობს და არა ნაციონალური მოძრაობის აღქმებით, რომელიც დღემდე ატყუებს ქართველ ხალხს, დიახ ნაციონალურ მოძრაობას ქართველი ხალხი დღემდე განუვითარებელი ბრბო გონია, რომელსაც ინფორმაციის მოძიების და ანალიზის უნარი არ აქვს, ბიძინა ივანიშვილისკენ თითის გაშვერის ნაცვლად გამოვიდეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ახსნან, რატომ დაუჭირეს მხარის ტალიავინის დასკვნას სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. აღნიშნული ჩანაწერი, ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ჩანაწერი არსებობს.

ტალიავინის დასკვნაზე ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა დღემდე, საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია, ისინი ცდილობენ საკუთარი დანაშაული სხვას აკიდონ, დღეს ნაციონალური მოძრაობა ხედავს რომ შერიგების კონკრეტული გეგმა არსებობს, რომლის განხორციელებაც, პოლიტიკური ორბიტიდან მათ გაქრობას გამოიწვევს, შესაბამისად ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რათა საქართველოს გაერთიანებას ხელი შეუშალონ“, - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი