ზურაბ ქადაგიძე ლაშა ბექაურის განცხადებაზე: ცხრა სიცოცხლე რომ იცოცხლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ასეთი შეგნებით ვერ იარსებებთ, იმიტომ, რომ ქვეყნის სიყვარული „ვორქშოპებზე”, „ტრენინგებზე” და „სემინარებზე” არ ისწავლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 14 სექტემბერი 2024, 12:48

აბა, ვინ უწუნებთ სპორტსმენებს სამოქალაქო შეგნებას?! ცხრა სიცოცხლე, რომ იცოცხლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ასეთი შეგნებით ვერ იარსებებთ. რატომ? იმიტომ რომ - პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული „ვორქშოპებზე”, „ტრენინგებზე” და „სემინარებზე” არ ისწავლება, - წერს „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ბექაურის განცხადება, რომ იგი ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ფიქრობს, რომ საქართველოს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ან არსებობ სახელმწიფოებრივი შეგნებით და ან ვერასდროს გაიაზრებ სამშობლოს ფენომენს.

„აბა, ვინ უწუნებთ სპორტსმენებს სამოქალაქო შეგნებას?! ცხრა სიცოცხლე, რომ იცოცხლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ასეთი შეგნებით ვერ იარსებებთ.

რატომ? იმიტომ რომ - პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული „ვორქშოპებზე”, „ტრენინგებზე” და „სემინარებზე” არ ისწავლება.

ან გრძნობ, არსებობ სახელმწიფოებრივი შეგნებით და ან, ვერასდროს გაიაზრებ სამშობლოს ფენომენს!

გამოენთებიან ეს უსამშობლოები და მაღალ მატერიებზე დაიწყებენ საუბრებს, რომ

სპორტსმენებს რა უნდათ პარლამენტში ან პოლიტიკური შეფასება მათგან მიუღებელიაო…

მიხეილ სააკაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა თუ კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრეს, ვერ არიან გენმოდიფიცირებული ნაძირალები?!

სალომე ზურაბიშვილი, ჟუჟუნა წვიმა ნუ გგონია, ქოლგა ვერ გიშველის!" - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
არქივი