ლევან ნიკოლეიშვილი: ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი არის ის გარანტია, რომელიც ხმას ჩააკმენდინებს „გაყალბდა, გაყალბდა“-ს დამკვიდრების მსურველებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 11 სექტემბერი 2024, 15:06

დღეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე გახლდით, სადაც იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი არის ის გარანტია, რომელიც ხმას ჩააკმენდინებს „გაყალბდა, გაყალბდა“-ს დამკვიდრების მსურველებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ადგილზე გაეცნო ვითარებას და ერთ-ერთ დამკვირვებლის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ წარმოადგენდა, შეფასება გადმოსცა, რომელმაც დაადასტურა, რომ ელექტრონული სისტემისა და კომისიის წევრების მიერ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების პირობებში არჩევნები არამარტო სამართლიანად, არამედ მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს.

„დღეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე გახლდით, სადაც იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი არის ის გარანტია, რომელიც ხმას ჩააკმენდინებს „გაყალბდა, გაყალბდა“-ს დამკვიდრების მსურველებს.

კომისიის წევრები საკმაოდ კარგად არიან მომზადებული და ფაქტობრივად არ არსებობს კითხვა, რომელზეც ამომწურავი პასუხი არ ჰქონდეთ.

მოქალაქეებიც-პირობით ამომრჩევლებიც კარგად იყვნენ ინფორმირებული. საინტერესოა, რომ გავესაუბრე ერთ-ერთ დამკვირვებელს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ წარმოადგენდა, მანაც დაადასტურა ამ ელექტრონული სისტემისა და კომისიის წევრების მიერ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების პირობებში არჩევნები არამარტო სამართლიანად, არამედ მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს.

ახლა უკვე ჯერი ამომრჩევლებზე და დამკვირვებლების სინდისზეა!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტი უარს ვეღარ იტყოდა
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
არქივი