დავით ქართველიშვილი: როდესაც „ლეთარგიული სიზმრიდან“ 30-საუკუნოვანი ქართველობა იღვიძებს, დაუძლეველი, ამაყი, ჯანსაღად თავდაჯერებული მერე გემართება, რაც გემართება - შეგუება დამსახურებულ მიღწევებთან პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც და სპორტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 11 სექტემბერი 2024, 10:38

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს ეხმიანება.

ზარ-ზეიმით ნერგავდა მოსახლეობაში ყალბ, მოჩვენებით ეიფორიებს ვივამედელი ბელადი. ამავდროულად კი, ნადგურდებოდა ქართული სული, მიმდინარეობდა მენტალური გენოციდი, აუპატიურებდნენ ქართველ ვაჟკაცებს, - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ქართული სულის განადგურება „გლობალური ომის პარტიის“ მიერ, სპეციალურად საქართველოსთვის შემუშავებული მითითებების მიზანი იყო.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყნისათვის კრიტიკული პერიოდის შემდეგ, კვლავ დაიწყო „ოქროს ხანა“, სადაც „დაპირებისამებრ გამთლიანებული იბერია გაბრწყინდება“. მისი თქმით, როდესაც ხანგრძლივი კრიტიკული პერიოდის შემდეგ ქართველობა იღვიძებს, დგება ის შედეგი, რასაც დღეს ვხედავთ - წარმატებები პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებში და ასევე სპორტში.

ანალიტიკოსის თქმით, ქვეყნის „ოქროს ხანა“ შეუმჩნეველი არავისთვისაა და დღეს სულიერად თუ ფიზიკურად საქართველო გაბრწყინების გზას ადგას.


„როდესაც გიბრუნდება საკუთარი ღირსების შეგრძნება, როდესაც მარცხის პირასაა შენში ხელოვნურად გაღვივებული, მუდმივი „დამარცხებულის კომპლექსი“, როდესაც „ლეთარგიული სიზმრიდან“ იღვიძებს შენში 30-საუკუნოვანი ქართველობა, დაუძლეველი, ამაყი, ჯანსაღად თავდაჯერებული - მერე გემართება ყველაფერი ის, რაც გემართება: ანუ, მშვიდი შეგუება დამსახურებულ მიღწევებთან პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც და რა თქმა უნდა, სპორტში.
მშვიდი. არა ისტერიული. არა ხელოვნური.

ზარ-ზეიმით რომ ნერგავდა მოსახლეობაში ყალბ, მოჩვენებით ეიფორიებს ვივამედელი ბელადი. გინდ 5 დღიან ომში „რუსეთის დამარცხების“ გამო. გინდ „აღაიანი-იგოეთის“ მონაკვეთზე, ავტობანის თითოეული კილომეტრის „საზეიმო“ გახსნის დროს. ამავდროულად კი, ნადგურდებოდა ქართული სული, მიმდინარეობდა მენტალური გენოციდი, აუპატიურებდნენ ქართველ ვაჟკაცებს და მიდიოდა ამ ყველაფრის გადაფარვა "გლობალური ომის პარტიის" მიერ ჩვენთვის, სპეციალურად შემუშავებული გენმოდიფიცირებული „გაიდლაინებით“.

მერე კი, მერამდენედ, ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს ისტორიაში, კვლავ გამოანათა მორიგი „ოქროს ხანის“ ჯერ კიდევ პირველმა, თუმცა დამაიმედებელმა სხივმა - რომ დიახ, დაპირებისამებრ, გამთლიანებული იბერია აუცილებლად გაბრწყინდება, ის კვლავ დაუბრუნდება თავის ზეციური დედის წილხვდომილების საზღვრებს. და ეს პროცესი არაა უკვე შეუმჩნეველი, ვერც ერისთვის და ვერც ბერისთვის. ჩვენს თვალწინ ვითარდება ესოდენ მონატრებული სინერგია ორმაგი მიმართულებით: ჰორიზონტალურად - ქართველობის განმტკიცების კუთხით და ვერტიკალურად - უძღები შვილივით, უფალთან დაბრუნებისა და მასთან ჩახუტების სახით.

გადაკვეთაზე კი, იქმნება ისეთი ძლიერი და მყარი ჯვარი, რომელმაც ჩვენი ღვთივკურთხეული საქართველო უნდა გადაარჩინოს მსოფლიოში მომწიფებული გლობალური აფეთქების წინ. და ეს შემართება, არის ჩვენი ერთადერთი ფარი და საშველი. ხოლო პოლიტიკურ თუ სპორტულ ველზე ჩვენი წარმატება - ღვთაებრივი საჩუქარია, ჩვენში ამ ლამის მივიწყებული ქართველობის დაუმარცხებელ იარაღად რეანიმირებისა და რწმენაში ჩვენი, კიდევ უფრო, განმტკიცების მიზნით. ამას ცოტას ლოცვას, მარხვას და მცირედმორწმუნეობის დაძლევასაც თუ მივამატებთ - ხილულ სასწაულებსაც მოვესწრებით.“-წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
არქივი