გურამ კაშია: გილოცავთ მოგებას. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შევეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ. მოკლედ, საქართველო ფორმაშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 11 სექტემბერი 2024, 10:20
გილოცავთ მოგებას. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შევეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ. მთავარია, მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე და როგორც დავიწყეთ, ისე დავასრულოთ, - განაცხადა გურამ კაშიამ ალბანეთთან მატჩის შემდეგ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა მიმოიხილა.

„საინტერესო თამაში გამოვიდა. 3 ქულის აღება ასეთ თამაშებში ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ მძიმე თამაშში, ასეთი დაღლილები რომ ვიყავით, ხასიათი გამოვავლინეთ. ქოჩორამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდს დაეხმარა, რომ 3 ქულა აეღო. მოგება ანგარიშით 1:0 ყველაზე რთულია დღევანდელ ფეხბურთში. გოლის შემდეგ ძალიან სწორად ვთამაშობდით, მოწინააღმდეგეს მომენტები თითქმის არ ჰქონია. დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ - მარტო მცველებმა და მეკარემ კი არა, მთლიანად დაცვით ფეხბურთს ვთამაშობთ ძალიან მაგრად და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი ჩამოყალიბებული გუნდი ვართ. ყველა ფეხბურთელი ათვიცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას. მოკლედ, საქართველო ფორმაშია“, - განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი