ირაკლი კობახიძეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ უმასპინძლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 08 სექტემბერი 2024, 22:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაური ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეუფე თეოდორემ ხელისუფლების წარმომადგენლებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ირაკლი კობახიძეს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი