პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 06 სექტემბერი 2024, 20:54

ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (73 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია.

ქალდანმა ფინალი იაპონელ პარასპორტსმენთან, ტოკიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ იუჯირო სეტოსთან დათმო და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მესამე ვერცხლის მედალი მოუტანა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალამდე მან რუმინელ დანიელ ვარგოცკის და ტოკიოს პარალიმპიადის ოქროს მედალოსან უზბეკ უჩკუნ კურანბაევს სძლია.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ექვსი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი