ზურაბ ქადაგიძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: სამართლიანობის კანონზომიერებას გასცდა უკვე და უპირობო აუცილებლობად იქცა, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ბოროტების პარტიის გასამართლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 05 სექტემბერი 2024, 16:27

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტების პარტიაა, მკვლელების იარლიყია მათი სავიზიტო ბარათი და დამშვიდება არ უწერია ჩვენ საზოგადოებას, სანამ ეს პარტია იქნება პოლიტიკაში, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნებია“ წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს, სადაც ის ამბობს, რომ როგორც გერმანელებმა მოაშორეს „ნაციონალ-სოციალისტები“ თავის დროზე საკუთარ ქვეყანას ძალიან მარტივად და მკაცრად, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას.

მისივე თქმით, სამართლიანობის კანონზომიერებას გასცდა უკვე და უპირობო აუცილებლობად იქცა, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ბოროტების პარტიის გასამართლება.

„გუშინ გააკეთა პრემიერმა ეს განცხადება და დღეს, ნაც-მოძრაობის ნაძირალა წარმომადგენელმა ადამიანი იმსხვერპლა!

სამართლიანობის კანონზომიერებას გასცდა უკვე და უპირობო აუცილებლობად იქცა, ნაციონალური მოძრაობის, როგორც ბოროტების პარტიის
გასამართლება.

ხელისუფლებაში იყვნენ და იარაღით კლავდნენ, ოპოზიციაში არიან და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ბულინგით აუბედურებენ ადამიანებს.

ნაციონალური მოძრაობა ბოროტების პარტიაა, მკვლელების იარლიყია მათი სავიზიტო ბარათი და დამშვიდება არ უწერია ჩვენ საზოგადოებას, სანამ ეს პარტია იქნება პოლიტიკაში.

როგორც ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი აღიგავა პირისაგან მიწისა გერმანიაში, ასევე უნდა გაქრეს და გადაშენდეს ეს ბოროტების სექტა საქართველოში!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
არქივი