ზურაბ ქადაგიძე: ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდნენ, ე.წ არასამთავრობოები, როდესაც 2 სექტემბერს არ დარეგისტრირდნენ რეესტრში, 26 ოქტომბრის შემდეგ, უნდა იცოდნენ, რომ მათ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ეთანამშრომლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 04 სექტემბერი 2024, 16:40

ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდნენ, ე.წ არასამთავრობოები, როდესაც ორ სექტემბერს არ ითანამშრომლეს სახელმწიფოსთან და კანონის შესაბამისად, არ დარეგისტრირდნენ რეესტრში, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისივე თქმით, სამართლებრივი ჩარჩოდან გასულ ორგანიზაციებს ყველანაირი კავშირი, ურთიერთობა და თანამშრომლობა უნდა შეუწყდეს სახელმწიფო სტრუქტურებთან.

„ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდნენ, ე.წ არასამთავრობოები, როდესაც ორ სექტემბერს არ ითანამშრომლეს სახელმწიფოსთან და კანონის შესაბამისად, არ დარეგისტრირდნენ რეესტრში. აქამდე თუ იდეოლოგიურ დონეზე შეგვეძლო გვეთქვა, რომ ბოლშევიკების საქმეს აგრძელებდნენ საქართველოში, ახლა ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია დავადასტუროთ - „შულავერის კომიტეტი“ ოფიციალურად ჩამოყალიბდა და „გმირი“ წინაპრების მსგავსად - მოვალეობაა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ლიკვიდაცია და ახალი ხელისუფლების ორგანოების შექმნა. ადრე თუ პროლეტარიატის დიქტატურა იყო გადამრჩენი, ახლა, ლიბერალური ფაშიზმი იქცა. მაშინ თუ რევოლუციური გარდაქმნები იყო აუცილებელი ახლა, „ვეტინგით“ სასამართლოს სტერილიზაცია, გარდამავალი ტექნიკური მთავრობა და უმცირესობების უფლებები გახდა საქართველოს გადარჩენის იმედი.

მოკლედ, სამართლებრივი ჩარჩოდან გასულ ორგანიზაციებს ყველანაირი კავშირი, ურთიერთობა და თანამშრომლობა უნდა შეუწყდეს სახელმწიფო სტრუქტურებთან. განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში მათ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ეთანამშრომლება.

არანაირი შანსი აღარ უნდა მიეცეთ ასეთ ორგანიზაციებს, რეანიმაცია მოახდინონ საზოგადოებაში და ძველ ურთიერთობას დაუბრუნდნენ სახელმწიფოსთან.

ვინც არ თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და სამართლებრივ ჩარჩოს გასცდა, მას შანსიც აღარ უნდა მიეცეს!

მოკლედ, ორი თვეღა დარჩა “შულავერის კომიტეტს” და 26 ოქტომბრის შემდეგ, ხალხის ისეთ სილას მიიღებს სახეში, რომ თვითონვე მოუწევთ გუდა-ნაბადი აიკრან და ჯანდაბის გზას დაადგნენ,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
არქივი