„რეალური რიცხვი ბევრად მეტია“ - ტრამპმა, უკრაინის ხელისუფლება ფაქტობრივად დაადანაშაულა დაღუპულთა რაოდენობის დამალვაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 03 სექტემბერი 2024, 23:46

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა, უკრაინის ხელისუფლება ფაქტობრივად დაადანაშაულა დაღუპულთა რაოდენობის დამალვაში.

ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის მიაღწევს შეთანხმებას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ და რომ მისი პრეზიდენტობის დროს ომი პრინციპში არ მოხდებოდა. ამ ყველაფერში - დამნაშავეა ჯო ბაიდენი.

შემდეგ, რესპუბლიკელმა დაიწყო საუბარი ომში დაღუპულთა რაოდენობაზე და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ რეალური რიცხვი  „ბევრად მეტია, ვიდრე ხალხს ეუბნებიან“.

„როდესაც უყურებთ ნგრევას, შენობებს, რომლებიც ნადგურდება ყველგან უკრაინაში, ვფიქრობ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნება“, - დასძინა ტრამპმა.

საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ მას აქვს „ძალიან ზუსტი გეგმა, თუ როგორ უნდა შეაჩეროს უკრაინა და რუსეთი“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი