46
03 სექტემბერი 2024, 19:00
პარიზის პარალიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი (B კატეგორია).
მან ხმლით ასპარეზობაში მეოთხედფინალში პოლონელი იადვიგა პაჩეკი ანგარიშით 15:9 დაამარცხა.
შეგახსენებთ: პირველ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ვენესუელელ ფრანსია ხაიმეს როხასს ანგარიშით 15:2 სძლია.
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის 21-გზის გამარჯვებულია.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |