მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, განცხადებული მიზნების აღსასრულებლად მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 02 სექტემბერი 2024, 21:12

ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე „განხილული იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება“.

„განხილული იყო მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია და ამ კამპანიის ფარგლებში დასახული მიზანი, რომ ეს არ არის მარტივი, გულწრფელები უნდა ვიყოთ. თუმცა, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, განცხადებული მიზნების აღსასრულებლად მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამაზე გვქონდა საუბარი - რა ლეგიტიმური გზით უნდა მიაღწიოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი