97
01 სექტემბერი 2024, 19:51
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარაათლეტმა გიგა ოჩხიკიძემ ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა, ოქროს მედალი მოიპვა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
შეჯიბრების შემდეგ პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულმა პირველ არხთან კომენტარი გააკეთა:
„პირველ რიგში, მადლობა ყველას მოლოცვისთვის, საოცარი ემოციებია. ოქროს მედალი და მსოფლიო რეკორდი მოდის საქართველოში და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ წარმატებისთვის და შედეგიც სახეზეა“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |