დიმიტრი ხუნდაძე: მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული - ყაზბეგობა მივულოცო. მოხევეები, დიდი ხნის განმავლობაში ვაჟკაცურად იცავენ საქართველოსა და ამიერკავკასიის კარიბჭეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 31 აგვისტო 2024, 12:10
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მოსახლეობას ყაზბეგობას ულოცავს.
„მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული - ყაზბეგობა მივულოცო.“- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ხევი მდიდარია წარსულითაც და დღევანდელობით. ეს კი, მთელი საქართველოს სიამაყეა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეპუტატი აღნიშნავს, რომ  მოხევეები დიდი ხნის განმავლობაში იცავენ საქართველოს და მათ მშვიდობის ფასი იციან.



„მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული - ყაზბეგობა მივულოცო.
დარიალის ხეობის თვალწარმტაცი ბუნება გამორჩეულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის თითოეულ ჩვენგანში. 
ეს არის ადგილი, სადაც მოხევეები, დიდი ხნის განმავლობაში ვაჟკაცურად იცავენ საქართველოსა და ამიერკავკასიის კარიბჭეს. აქაურებმა კარგად იციან მშვიდობის ფასი. იციან ბრძოლაც და თავდადებაც.
აქედან მთელი საქართველოს გასაგონად ითქვა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ და მოხევეებს თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი დღემდე არ დაუკარგავთ.
დღესაც მყინვარის ჩრდილქვეშ დგას გერგეთის სამება, ერთ დროს ჩრდილოეთ კავკასიის ყველა ქრისტიანის სალოცავი.
აქედან, რწმენასაც და ლოცვასაც, დღესაც განსაკუთრებული მადლი აქვს. მდიდარია ხევი წარსულითაც და დღევანდელობითაც, რაც მთელი საქართველოს სიამაყეა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ნათელ მომავალს,“- წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
არქივი