ლევან ნიკოლეიშვილი: საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი არ მოსწონთ მათ, ვინც თავის დროზე ასეთ კონკურსებს არა თუ პირდაპირ ეთერში ასაჯაროებდნენ, არამედ მხოლოდ თავისიანები გაჰყავდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 30 აგვისტო 2024, 11:56

გამოცხადებული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი არ მოსწონთ ... ვის ? რა თქმა უნდა მათ ვინც თავის დროზე ასეთ კონკურსებს არა თუ პირდაპირ ეთერში ასაჯაროებდნენ, არამედ მხოლოდ თავისიანები გაჰყავდათ, კონკურსი კი ფორმალურად ცხადდებოდა. შემდეგ ეს ხალხი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სხვადასხვა სახის მაქინაციებსა თუ თაღლითობაში, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე.

მისივე თქმით, კომისიების წევრების კონკურსზე რადიკალურ ოპოზიციას ზუსტად იგივე მესიჯი აქვთ რაც წინა წლებში ჰქონდათ - ნეპოტიზმი. მანვე აღნიშნა, რომ ის ხალხი გვესაუბრება ნეპოტიზმზე, რომელსაც მრავალჯერადი პოლიტიკური განქორწინება-ქორწინების შედეგად შობილი მახინჯი პოლიტიკური შვილების დაბადების ყველაზე დიდი პრაქტიკა გააჩნიათ.

„გამოცხადებული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი არ მოსწონთ ... ვის ? რა თქმა უნდა მათ ვინც თავის დროზე ასეთ კონკურსებს არა თუ პირდაპირ ეთერში ასაჯაროებდნენ, არამედ მხოლოდ თავისიანები გაჰყავდათ, კონკურსი კი ფორმალურად ცხადდებოდა. შემდეგ ეს ხალხი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სხვადასხვა სახის მაქინაციებსა თუ თაღლითობაში. ვის არ ახსოვს, კოლექტიური თარხნიშვილ-ხარატიშვილები ჯერ როგორ მუშაობდნენ ცესკოში, მერე კი მათ მიერ „გამარჯვებულად“ გამოცხადებულ პოლიტიკურ პარტიებში როგორ გადასკუპდებოდნენ თანამდებობაზე. ამას კი ჩვენი დემოკრატიისთვის მებრძოლი უცხოელი მეგობრები, რატომღაც ვერ და არ ამჩნევდნენ.

კომისიების წევრების კონკურსზე რადიკალურ ოპოზიციას და მათ მიმდევრებს ზუსტად იგივე მესიჯი აქვთ ახლაც, რაც ჰქონდათ 2016, 2017, 2018 თუ 2021 წელს -ნეპოტიზმი! ნეპოტიზმზე გვესაუბრება ის ხალხი რომელსაც მრავალჯერადი პოლიტიკური განქორწინება-ქორწინების შედეგად შობილი მახინჯი პოლიტიკური შვილების დაბადების ყველაზე დიდი პრაქტიკა გააჩნიათ. „ნეპოტიზმით აღშფოთებულებმა,“ უბრალოდ ძველი ფოტო და ვიდეო მასალას გადახედონ, სადაც მათი უამრავი საგმირო საქმეა შემონახული.

ძველი დრო ახსოვთ, არ გამოსდით, გული წყდება, რასაც თვითონ აკეთებდნენ სხვას აბრალებენ, ვითომდა კონკურსის შედეგად, სწორედაც ნეპოტიზმით, რომ ხვდებოდნენ სხვადასხვა საურველ ადგილებზე. იცით რა გამახსენდა სპორტულ სექციის, სიმღერის გუნდის თუ საცეკვაო ანსამბლის კონკურსში ვერ გასული, დედიკოს ბიჭის მშობლების აღშფოთება- „ჩაწყობითაა ყველაფერი გენაცვალე!“. არც ქართველი დედიკო და არც მისი მფარველი უცხოელი ბებიკო იმას კი არ ამბობდა, რომ მათ შვილიკოს არც ხმა გააჩნდა და არც სმენა, არც სპორტული თუ ცეკვის მონაცემები. რაც შეეხება სინდისის ჰქონიათ კი როდისმე?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: EPP-ის რეზოლუცია და გაკეთებული ქართველოფობიური განცხადებები კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ „Deep State“ ელემენტებით გაჯერებული ევრობიუროკრატიის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული ომი გრძელდება
ამირან სალუქვაძე: ხაზარაძეს უზარმაზარი ბაზრობა დაეწვა, რომელიც სააკაშვილმა ნახევარი საუკუნით გადასცა, ასობით ადამიანი დაზარალდა, ეს და ელისაშვილი ტყე-ტყე დასეირნობენ. დაზარალებულების პრობლემებზე მერია და მთავრობა მუშაობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი არჩევნები რომ დანიშნოს „ოცნებამ“, უკეთეს ფორმაში თუ ხართო, გაფართოებაზე მიმართული ნებისმიერი პროცესი ოპოზიციას ამყოფებს უკეთეს ფორმაში
დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო - ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ
“ბორჯომის ვაგზლის ბაზრობა” ეკუთვნის “თიბისი ბანკის” მიერ დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებას “თბილისი ცენტრალი" - კახი კალაძე რატომ არ მივიდა ხანძრის ადგილზეო, ტვ “პირველი” რომ კითხულობს, მამუკა ხაზარაძე რატომ არ მივიდა, ჩემო “ობიექტურებო”
არქივი