გია აბაშიძე: კოლექტიურმა „ნაცებმა“ და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს საკონსტიტუციო სასამართლოში - გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებაში მე-11, თანასწორობის მუხლზე საჩივარი თავად გაიწვიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 30 აგვისტო 2024, 11:53

ტოქსიკურმა კოლექტიურმა „ნაცებმა“ და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს საკონსტიტუციო სასამართლოში - გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებაში მე-11, თანასწორობის მუხლზე საჩივარი თავად გაიწვიეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ეს ქმედება კანონზომიერი და ლოგიკურია, ხოლო რადიკალებისთვის კი ტრაგიკომიკურია. აბაშიძის თქმითვე, „ნაცმოძრაობასთან“ უნისონში, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით დავობს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი.

„ტოქსიკურმა კოლექტიურმა „ნაცებმა“ და მათმა საგარეო სპონსორებმა პირველი მარცხი იწვნიეს საკონსტიტუციო სასამართლოში - გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებაში მე-11, თანასწორობის მუხლზე საჩივარი თავად გაიწვიეს.

ეს კანონზომიერი და ლოგიკურია, ხოლო რადიკალებისთვის ტრაგიკომიკურია, რადგან კონსტიტუციის დარღვევაში „ნაცმოძრაობასთან“ უნისონში, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ედავება უმაღლესი კანონის დამრღვევი „პრეზიდენტი“ ზურაბიშვილი. თანაც თანასწორობის უფლებაზე რაღაც პრეტენზიები აქვთ „ნაცრეჟიმის“ ადეპტებს, როცა კრიმინალი სააკაშვილის კლანის მმართველობისას ყველა უფლება ფეხქვეშ იყო გათელილი.

ამასთან, კრებსით „ნაცებს„ ადვოკატებად ჰყავთ ისეთი პერსონაჟები, რომლებიც იაფფასიანი ეპატაჟის გარდა, სხვა არაფრით გამოირჩევიან და მრავალი ანეკდოტის სუბიექტებად იქცნენ“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
არქივი