ზურაბ ქადაგიძე გიორგი ბურჯანაძეზე: რა გამოდის, პოლიტიკურად მოტივირებულ სარჩელზე, სადაც გამჭვირვალობას არადემოკრატიულად ნათლავენ, ერთი მოსარჩელე ამერიკის საელჩოს და ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის ფავორიტია წარმომადგენელი?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 29 აგვისტო 2024, 16:03

რა გამოდის - სუფთა სახის, პოლიტიკურად მოტივირებულ სარჩელზე, სადაც გამჭვირვალობას არადემოკრატიულად ნათლავენ და წმინდა წყლის სპეკულაციაა, რომ კითხვაზე რატომ, არგუმენტია მხოლოდ „იმიტომ“, ერთი მოსარჩელე ამერიკის საელჩოს და ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის ფავორიტია წარმომადგენელი?!“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძეა.

როგორც ქადაგიძე გიორგი ბურჯანაძეზე წერს, საიდანაც იყო ნაკარნახევი ამ კანონის გაშავების მცდელობა, სწორედ მისი ყოფილი წარმომადგენელი დგას ახლა ტრიბუნასთან.

„პრეზიდენტის წარმომადგენელიო, რომ წერია, ის რატომ არ წერია, ბურჯანაძე აშშ-ს საელჩოში, მრჩეველი რომ იყო?! ანუ რა გამოდის - სუფთა სახის, პოლიტიკურად მოტივირებულ სარჩელზე, სადაც გამჭვირვალობას არადემოკრატიულად ნათლავენ და წმინდა წყლის სპეკულაციაა, რომ კითხვაზე რატომ, არგუმენტია მხოლოდ „იმიტომ“, ერთი მოსარჩელე ამერიკის საელჩოს და ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის ფავორიტია წარმომადგენელი?!

სალომე ზურაბიშვილს, რომ ჭკუაც დოტაციაზე აქვს დასმული, მისი პრობლემაა, მაგრამ არავის უჩნდება იმის განცდა, რომ ცოტა უხერხულია, პრეზიდენტის წარმომადგენელი მინიმუმ ნეიტრალურ მხარეს მაინც წარმოადგენდეს და არა, უცხო ქვეყნის საელჩოს თუნდაც ყოფილ, მაგრამ განსაკუთრებულ ფავორიტს?
თუმცა, კელი დეგნანის დაწყებული კამპანია - „არა რუსულ კანონს“, ხომ „გაპრავება“ სჭირდება?!

ჰო და აი, ისიც - საიდანაც იყო ნაკარნახევი ამ კანონის გაშავების მცდელობა, სწორედ მისი ყოფილი წარმომადგენელი დგას ახლა ტრიბუნასთან!

და ესენი საუბრობენ დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და თვითმყოფადობაზე, ეს გენმოდიფიცირებული უსამშობლოები?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი