დავით ქართველიშვილი: საქართველოზე აღშფოთებული შეშფოთების ფონზე, ამერიკაში სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენენ მიგრაციული ომები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 29 აგვისტო 2024, 14:06

ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამერიკაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს განიხილავს.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში, ფაქტობრივად, ყველა მხრივ არასახარბიელო სიტუაციაა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღშფოთებას და შეშფოთებას რატომღაც ისევ საქართველოს მიმართ გამოხატავს.

„საქართველოზე აღშფოთებული შეშფოთების ფონზე, ამერიკაში სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენენ მიგრაციული ომები. ამჟამად ეპიცენტრი კოლორადოშია, სადაც დე ფაქტო ადგილობრივ ხელისუფლებას ვენესუელური მაფია წარმოადგენს. ასე მაგალითად, შტატის სიდიდით მესამე ქალაქ ავრორაში ძალაუფლება მთლიანად გადასულია კრიმინალური სინდიკატის, „ტრენ დე არაგუას“ ხელში.

ამ სინდიკატში შედიან ასობით ათასი ვენესუელელი არალეგალი მიგრანტები, რომლებიც წარმართავენ ნარკოვაჭრობისა და პროსტიტუციის სფეროებს. მათ წარმომადგენლებს დაუსწრებლად აქვთ წაყენებული ბრალი არა ერთ შტატში განხორციელებულ პოლიციელების მკვლელობაში. კოლორადოს შტატში კი ათასობით საცხოვრებელი სახლის squatting-ით (ანუ, ძალადობრივი შეჭრით) დაუფლება მათ „სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენს.

ადგილობრივი პოლიციური დანაყოფები დიდი ხანია დანებდნენ ამ სინდიკატების წინაშე. თეთრმა სახლმაც კი ხელები აუწია მიგრაციულ კრიზისს, იმ დონემდეც კი, რომ კამალა ჰარისიც ალაპარაკდა სამხრეთის საზღვარზე დამცავი კედლის აშენების აუცილებლობაზე. ამას დაემატა ახალი სკანდალი, რომ ქვეყანაში უკანონოდ შეღწეული ბოლო 7 მილიონი მიგრანტის რიგებში, სულ ცოტა, ოთხასი ადამიანი FBI-ს ტერორისტთა ბაზის „კლიენტებს“ წარმოადგენენ, რომლებიც დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან აშშ-ის ტერიტორიაზე.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა და „ლოგიკურად", ღრმა შეშფოთების რეჟიმში აგდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ოღონდ - საქართველოსთან დაკავშირებით. ხოლო ქვეყანაში მოსალოდნელი ფართომასშტაბური სამოქალაქო და კრიმინალური დაპირისპირების მოახლოებისთანავე, ეს შეშფოთება სულ უფრო გაიზრდება და წარიმართება „ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ“ სიმღერის თანხლებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რა უქნა ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს - კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში" და სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი კინწურაშვილიც დააჯილდოვეს
გიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა, "ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით ან იმაზე ფიქრით, ციხეში გადარჩები თუ არა?
დავით ქართველიშვილი: სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტი უარს ვეღარ იტყოდა
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
არქივი