საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებისთვის მზადებას იწყებს. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გათამაშების საწყისი ორი ტურისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია - უკრაინული „ჩერკასის“ ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი და ყაზახური „კაირათის“ მცველი ლუკა გადრანი.
ქართველი ფეხბურთელები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 2 სექტემბერს იწყებენ. 7 სექტემბერს ჩვენი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი სტუმრად, ალბანეთს შეხვდება.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |