60
24 აგვისტო 2024, 15:34
მსოფლიო კარატეს ფედერაციამ განაახლა 2024 წლის მსოფლიო სამსაჯო რეიტინგი, სადაც პირველი პოზიცია დაიკავა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ, საერთაშორისო მსაჯმა მსოფლიოსა და ევროპის კარატეს ფედერაციების ეგიდით, თათია მელუამ.
თათია მელუა პირველი ქართველი მსაჯია, ვინც დასახელდა მსოფლიოს TOP24 და ევროპის TOP10 მსაჯს შორის, ნოემბერში, ესპანეთის ქალაქ პამპლონაში, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატში სამსაჯოდ.
ინფორმაციას საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |