64
23 აგვისტო 2024, 19:37
17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ მაისურაძე ფინალშია.
ქართველმა მოჭიდავემ 1/2ფინალში უკრაინელი კოსტიუკი 4-0 დაამარცხა და ხვალ ფინალში ირანელ აფშარს დაეჭიდება.
ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |