ამდენი წელია ჩვენ გვანადგურებენ, გვიჭერენ, გვყოფენ და მაინც, არჩევნების წინ "5" ფენიქსივით იკრებს ძალას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 22 აგვისტო 2024, 17:59

რატომ აირჩია ოლიგარქმა მთავარ სამიზნედ "ნაციონალური მოძრაობა"? - საქმე იმაშია, რომ ამდენი წელია ჩვენ გვანადგურებენ, გვიჭერენ, გვყოფენ და მაინც, არჩევნების წინ "5" ფენიქსივით იკრებს ძალას და დიქტატურის წინააღმდეგ, ჯებირის მთავარ საფუძველს ქმნის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.


„ჰიტლერს და მუსოლინისაც კი არ მოსვლიათ თავში საარჩევნო დაპირისპირებებში დიქტატურის დამყარების შეტანა.

ეს აჩვენებს, ჩვენი ჭორვილური, ორღობის დიქტატურის მთელს აბსურდულობას და მეორე მხრივ, მის უკიდურეს საფრთხეს, თითოეული ქართველის კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და მომავლისთვის.

რატომ აირჩია ოლიგარქმა მთავარ სამიზნედ "ნაციონალური მოძრაობა"? - საქმე იმაშია რომ ამდენი წელია ჩვენ გვანადგურებენ, გვიჭერენ, გვყოფენ და მაინც, არჩევნების წინ " 5 " ფენიქსივით იკრებს ძალას და დიქტატურის წინააღმდეგ, ჯებირის მთავარ საფუძველს ქმნის.

"ნაციონალური მოძრაობა" ესაა დიდი აღმშენებლობის, ძლიერი ქართული სახელმწიფოსი საქართველოს იდეა, როგორც მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავის.

ესაა ადამიანების სამსახური, დრაივი, იმედი, მაგრამ ილუზია ნურავის ექნება, დიქტატორს მთელი ოპოზიციის დაჭერა და განადგურება სურს; მეორე მხრივ, ჭორვილური დიქტატურა წარმოადგენს საქართველოს პატარა სოფლად გადაქცევის მცდელობას, მუდმივ უიმედობას, ზიზღს, ძალადობას, დაჭერებს.

ესაა მთელი ქვეყანა 1 კაცის მფლობელობაში, სადაც ხალხისთვის არაფერია. ესაა დიდი ჩიხი, რომლიდანაც არ არსებობს გამოსავალი.

სინათლე და იმედი გაიმარჯვებს ჭაობზე და სიბნელეზე!

გვრჩება 2 თვე საქართველოს გადასარჩენად!“- წერია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მისივე „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
არქივი