დავით ქართველიშვილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის „ქართული ოცნების" მიერ დეკლარირებულ გეგმაზე: დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დღეს სწორედ „ქართული ოცნება" ჰპირდება თავის ამომრჩეველს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 22 აგვისტო 2024, 17:07
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თემას ეხმიანება სოციალურ  ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხდა, როცა მმართველმა გუნდა მოახდინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის  აღდგენის მზაობის დეკლარირება. როგორც ექსპერტი წერს, ამ საკითხისადმი  მმართველი გუნდის დამოკიდებულება ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლოა. 

დავით ქართველიშვილმა ვრცელ პოსტში აღნიშნა ისიც, რომ ბოლო დროს აფხაზების მხრიდანაც შეინიშნება გარკვეული ინტერესი და რამდენიმე  მიმართულება დაასახელა, სადაც ეს ინტერესი მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა.

„ამ თემას ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდები, მაგრამ ამჯერად უკომენტაროდ არ გამოვა - პირველად ასე ღიად, ასე მკაფიოდ იქნა დეკლარირებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მზაობა. მეტად სარისკო, წინასაარჩევნო დაპირების ფორმატში, რამაც უფრო მეტი დამაჯერებლობა შესძინა „ქართული ოცნების" ამ განცხადებას.


„შემთხვევით" გააქტიურდნენ ჩემი აფხაზი მეგობრებიც, წლობით დაკონსერვებულმა ურთიერთობებმა მათი მხრიდან იფეთქა სატელეფონო ზარების ფორმატში. იგრძნობა რაღაცის მოლოდინი, ფრთხილი მიდგომა და ჩვენი მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების მიმართ სერიოზული ინტერესი. კონკრეტული გამაფრთხილებელი ნიშნები მათ ამ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს.

პირველი ნიშანი გამოიხატებოდა უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველი შემთხვევით, რომ 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე ჩატარებულ აღლუმზე დასასწრებად დაპატიჟებულიც კი არ ყოფილა არც სოხუმის და არც ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერი.

ნიშანი მეორე - გავრცელებული ინფორმაცია, რუსეთის ფედერაციის მომავალი წლის ბიუჯეტში ამ დოტაციური თვითაღიარებული რეგიონებისთვის გამოყოფილი თანხების მკვეთრი შემცირების თაობაზე. პარალელურად, ტყვარჩელისა და ოჩამჩირეს რაიონებში „იდუმალი ინვესტორებისთვის" ე წ. აპარტამენტების მშენებლობაზე გაცემული ნებართვა - ადგილზე გავრცელებული ჭორებით, სწორედ რომ ქართველებისთვის.

ნიშანი მესამე - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ ცხინვალის რეგიონში ისეთ ფორმატში განხორციელებული ვიზიტი, სადაც მან სრული იგნორი გამოხატა ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ და მხოლოდ ე.წ. მესაზღვრეები მოინახულა.


ჩემს აფხაზ მეგობრებთან, რომლებიც იქაური ეკლესიის მრევლს წარმოადგენენ, მაქვს ხოლმე „საკონტროლო შეკითხვა", რომელიც მათ მოულოდნელ შოკში აგდებს ხოლმე. კარგი თქო, ვეუბნები - ვთქვათ თქვენ ქართულ სახელმწიფოებრიობას გამოექეცით...
...მაგრამ, ნუთუ ღვთისმშობელსაც ემალებით? მისი წილხვდომილობიდანაც გამოხვედით? მისი ზეციური მფარველობა ხომ იმ იბერიაზე ვრცელდება, რომლის განუყოფელი ნაწილი აფხაზეთიც არის. ანუ, უარყოფთ ამ ფაქტს, თუ „ემალებით" დედა-მარიამს?

ეს არის მათთვის, ვინც მართლმადიდებლად თვლის თავს, ალბათ ყველაზე უხერხული და „პასუხგაუცემელი" შეკითხვა. ჩვენ კი, ვიცით ამ პასუხის არსიც და ფასიც, რომელიც გადახდილი გვაქვს უკვე. და ამ ფასად ისტორიულად დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დღეს სწორედ "ქართული ოცნება" ჰპირდება თავის ამომრჩეველს," -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
არქივი