დავით ჩიხელიძე: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი წერილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას გვაჩვენებს, განსაკუთრებით საინტერესოა ორი პუნქტი, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 20 აგვისტო 2024, 16:33
მშვიდობისთვის და საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გადაჭრას ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლის წინაშე დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, - ასე ეხმიანება  ექსპერტი დავით ჩიხელიძე  „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას. 

მისივე თქმით, წერილიდან ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წარმომადგენლების გასამართლება არა პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო, არამედ დასავლელი პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ განხორციელდა. მანვე აღნიშნა, რომ საბედნიეროდ დღეს საქართველოს აქვს თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას იძლევა. 

„მშვიდობისთვის და საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გადაჭრას ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლის წინაშე დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი წერილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას გვაჩვენებს, განსაკუთრებით საინტერესოა ორი პუნქტი, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. როგორც წერილიდან ირკვევა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წარმომადგენლების გასამართლება არა პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო, არამედ დასავლელი პარტნიორობის ზეწოლის გამო ვერ განხორციელდა. საბედნიეროდ დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას გვაძლევს. ალბათ შორს არ არის ის დღე, როცა ყველაფერი ცხადი გახდება და ქართველი ხალხი გაიგებს თუ ვის ინტერესებში შედის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ველზე ყოფნა და ვინ არიან მათი დამცველები. ცალსახად აუცილებელია ნიურბერგის პროცესი, რომლის შესახებ რამდენიმე წლის უკან ვსაუბრობდი. რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, აღნიშნული სახელმწიფოს და ქართველი ერის გადარჩენის და დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. 
„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საქართველოს უკრაინიზაციისგან თავის არიდების ერთადერთი საშუალებაა“, - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე: დიპლომატიური, ღირსებით სავსე განცხადება მსოფლიო ზესახელმწიფოს ლიდერებისადმი, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა
დავით ქართველიშვილი: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
არქივი