ნინო ფოჩხუა: ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომებოდა, რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა, დაიტოვებდა. ლოგიკა მაინც ჩართონ გიგაურმა და ნაც.მედიამ, რომ იქნებ, საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც დააჯერონ ეს მდარე სიცრუე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 17 აგვისტო 2024, 15:05

როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილსა და სიცრუეს. ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რაც მან იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით. ახლა რადიკალურმა მედიამ გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ ეკა გიგაურის და ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ.

„იმდენად უსუსურია ეს ყველაფერი, რომ ყურადღებასაც არ იმსახურებს, მაგრამ როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილს და სიცრუეს. ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რაც მან პირველმა იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით რუსეთში. ახლა რადიკალურმა მედიამ ეს გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა.
იქნებ დაგვდოს პატივი კაპიტანმა გიგაურმა და ნაც. მედიამ გვითხრას ან რა საბუთია ეს ან სად არის სკანდალი.
ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომებოდა, რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა, დაიტოვებდა. ლოგიკა მაინც ჩართონ კაპიტანმა გიგაურმა და ნაც.მედიამ, რომ იქნებ საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც დააჯერონ ეს მდარე, არანაირ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი სიცრუე“, - წერს ნინო ფოჩხუა facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო უილსონი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისთვის
„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ რა თქვან?!
ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე: დიპლომატიური, ღირსებით სავსე განცხადება მსოფლიო ზესახელმწიფოს ლიდერებისადმი, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა
დავით ქართველიშვილი: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
არქივი